https://sputnik-georgia.com/20220602/ziudo-tbilisis-grand-slemi-saqartvelos-nakrebis-semadgenloba-267063371.html
ძიუდო: ცნობილი გახდა თბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ძიუდო: ცნობილი გახდა თბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
საქართველოს ეროვნული ნაკრები მშობლიურ გრანდ სლემზე 28 ვაჟი და 11 ქალი ძიუდოისტით წარდგება. 02.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-02T10:18+0400
2022-06-02T10:18+0400
2022-06-02T17:26+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
თბილისი დღეს
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1b/262417027_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_d6537f0eadcba5fc8bd74518420733f4.jpg
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ძიუდოში თბილისის გრანდ სლემის დაწყებამდე ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა. ტურნირში მონაწილეობას 39 ქართველი სპორტსმენი მიიღებს.თბილისის გრანდ სლემი მიმდინარე წლის 25-27 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო და 3-5 ივნისს ჩატარდება. თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 2021 წელს გახდა გრანდ სლემის სტატუსის, მანამდე კი საქართველოს დედაქალაქში თბილისის გრან პრი იმართებოდა.გრანდ სლემისთვის რეგისტრაცია 38 ქვეყნის 285-მა ძიუდოისტმა (178 კაცი+107 ქალი) გაიარა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული. 2021 წელს თბილისის ტურნირში 80 ქვეყნის 441 ძიუდოისტმა (241 კაცი+200 ქალი) მიიღო მონაწილეობა.თუმცა, თბილისში 2021 წელს გამართული გრანდ სლემისგან განსხვავებით, ტატამზე გამოვლენ იაპონიის (4), სამხრეთ კორეისა (5) და საფრანგეთის ნაკრებების წარმომადგენლები.საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები მშობლიურ გრანდ სლემზე სრული კვოტით (28 ძიუდოისტი) წარდგება, ქალთა ეროვნული გუნდი კი ტატამზე 11 ძიუდოისტით გავა. ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:2022 წლის თბილისის გრანდ სლემი 3-5 ივნისს გაიმართება. გასულ წელს ტურნირმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა, საქართველოს ნაკრებმა კი გამოსვლა 9 მედლითა და გუნდური პირველობით დაასრულა: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო. ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ილია სულამანიძე (100კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი – ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73კგ), ტატო გრიგალაშვილი (81კგ) და საბა ინანეიშვილი (+100კგ).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1b/262417027_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_d895f084002b9e3a5e87c24450e42139.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები, თბილისი დღეს
ძიუდო: ცნობილი გახდა თბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
10:18 02.06.2022 (განახლებულია: 17:26 02.06.2022) საქართველოს ეროვნული ნაკრები მშობლიურ გრანდ სლემზე 28 ვაჟი და 11 ქალი ძიუდოისტით წარდგება.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ძიუდოში თბილისის გრანდ სლემის დაწყებამდე ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა. ტურნირში მონაწილეობას 39 ქართველი სპორტსმენი მიიღებს.
თბილისის გრანდ სლემი მიმდინარე წლის 25-27 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო და 3-5 ივნისს ჩატარდება. თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 2021 წელს გახდა გრანდ სლემის სტატუსის, მანამდე კი საქართველოს დედაქალაქში თბილისის გრან პრი იმართებოდა.
გრანდ სლემისთვის რეგისტრაცია 38 ქვეყნის 285-მა ძიუდოისტმა (178 კაცი+107 ქალი) გაიარა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული. 2021 წელს თბილისის ტურნირში 80 ქვეყნის 441 ძიუდოისტმა (241 კაცი+200 ქალი) მიიღო მონაწილეობა.
თუმცა, თბილისში 2021 წელს გამართული გრანდ სლემისგან განსხვავებით, ტატამზე გამოვლენ იაპონიის (4), სამხრეთ კორეისა (5) და საფრანგეთის ნაკრებების წარმომადგენლები.
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები მშობლიურ გრანდ სლემზე სრული კვოტით (28 ძიუდოისტი) წარდგება, ქალთა ეროვნული გუნდი კი ტატამზე 11 ძიუდოისტით გავა. ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
-60კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე, გიორგი სარდალაშვილი -66კგ: ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე, საბა კაპანაძე -73კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ფრიდონ გიგანი -81კგ: ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაძე, ლევან გუგავა, გიორგი შერაზადიშვილი -90კგ: ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, იმედა გოგოლაძე -100კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური +100კგ: გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი, გიორგი ქავთარაძე, ონისე ბუღაძე -52კგ: მარი მახარაშვილი, ნინო ლოლაძე -57კგ: ეთერ ლიპარტელიანი, გვანცა მჭედლიშვილი, ნინო წიკლაური -63კგ: რეგინა უთნელიშვილი, მარიამ ციხელაშვილი 2022 წლის თბილისის გრანდ სლემი 3-5 ივნისს გაიმართება. გასულ წელს ტურნირმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა, საქართველოს ნაკრებმა კი გამოსვლა 9 მედლითა და გუნდური პირველობით დაასრულა: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო. ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ილია სულამანიძე (100კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი – ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73კგ), ტატო გრიგალაშვილი (81კგ) და საბა ინანეიშვილი (+100კგ).