ზახაროვა: ზელენსკის დაპირებები ფუჭია და უსარგებლო

© Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
თბილისი, 2 ივნისი − Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის დაპირებას, რომ აშშ-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ გამოიყენებს, ფასი არ აქვს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„ეს დაპირებები ფუჭია, ფასი არ აქვს. შესაბამისად, კონკრეტულად ზელენსკის დაპირებების განხილვა არ შეიძლება და ეს უსარგებლოა“, − განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთში „აღარავინ ხელმძღვანელობს“ ზელენსკისა და სხვა დასავლელი ლიდერების სიტყვებით.
„არა იმიტომ, რომ ეს სიტყვები ფასდაუდებელი დაპირებებია, არამედ იმიტომ, რომ ისინი უსარგებლოა“, − აღნიშნა ზახაროვამ.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 700 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელშიც ასევე შედის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ი და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალები. შეერთებულმა შტატებმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან მიიღო გარანტია უკრაინისგან, არ გამოიყენოს იარაღი რუსეთზე თავდასხმისთვის. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე დადო პირობა, რომ არ შეუტევს რუსეთის ტერიტორიას ამერიკული HIMARS-ებით.
ყველა ახალი ამბავი
0