ხანძარი ავტონაწილების ბაზრობაზე ლოკალიზებულია

© photo: Sputnik / StringerПожар на территории рынка у станции метро Исани
Пожар на территории рынка у станции метро Исани - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. მეხანძრეებმა შეძლეს თბილისში, ისნის რაიონში მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება, განუცხადეს Sputnik–საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის პრეს-სამსახურში.
ცეცხლი ბაზრობაზე დღეს, დღისით გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

„ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე წუთის წინ მოხერხდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე ათი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს", – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების პრეს-სამსახურში.

ამ დროისთვის ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. ასევე უცნობია, რა ფართობი მოიცვა ხანძარმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.
ცეცხლის ჩაქრობა ძლიერი კვამლის გამო გართულებულია – იწვოდა მეორადი საბურავები.
ყველა ახალი ამბავი
0