თბილისში 18 ივნისს ველოგარბენი გაიმართება

© photo: Sputnikველოსიპედისტი
ველოსიპედისტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
რბოლაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც გამოცდილ ველოსიპედისტებს, ასევე დამწყებებს.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ყოველთვიური ველოგარბენი CCN community ride თბილისში 18 ივნისს ჩატარდება. ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.
რბოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც გამოცდილ, ისე დამწყებ ველოსიპედისტებს.
ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ღონისძიების ფარგლებში ველოსიპედისტებს მიეცემათ რჩევები ველოსიპედის კულტურის შესახებ, მაგალითად, როგორ შეუძლია ველოსიპედისტს უსაფრთხოდ გადაადგილება გზის სავალ ნაწილზე, როგორ გადაადგილდებიან ველოსიპედისტების ჯგუფები მოძრაობის შეფერხების გარეშე და სხვ.
ველოგარბენის მონაწილეები თბილისში ველოსიპედის ძეგლთან 11:50 საათამდე უნდა შეიკრიბონ, საიდანაც ველოგარბენი შუადღისას დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0