თბილისში ფრანგ მსახიობ გიიომ გალიენთან შეხვედრა გაიმართება

© photo: Sputnikკინოს სახლი
კინოს სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
სტუმრები მსახიობთან გასაუბრებას მისი ავტობიოგრაფიული ფილმის „ბიჭებო და გიიომ, მაგიდასთან!“ ჩვენების შემდეგ შეძლებენ.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ცნობილ ფრანგ მსახიობთან, რეჟისორთან და სცენარისტთან გიიომ გალიენთან (Guillaume Gallienne) შეხვედრა თბილისის კინოს სახლში 2 ივნისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
საღამოს სტუმრები მსახიობთან გასაუბრებასაც შეძლებენ მისი ავტობიოგრაფიული ფილმის „ბიჭებო და გიიომ, მაგიდასთან!“ ჩვენების შემდეგ. ფილმში გალიენმა თავისი თავი განასახიერა.
ამ ფილმში გიიომ გალიენი პირველად წარდგა არა მხოლოდ როგორც მსახიობი, არამედ როგორც დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. ფილმში თამაშობს მისი დედაც, რომელიც წარმოშობით ქართული არისტოკრატიული ოჯახიდან არის.

„არ გამოტოვოთ შანსი ნახოთ ფილმი, რომელმაც 2014 წლის ცეზარის ცერემონიაზე დაიმსახურა ხუთი პრიზი: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო პრემიერა, საუკეთესო მონტაჟი და საუკეთესო ადაპტაცია“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

შეხვედრა კინოს სახლში (მისამართზე ძმები კაკაბაძეების 2) დაიწყება 19:30 საათზე. დასწრება თავისუფალია.
© Courtesy of Guillaume Gallienneგიიომ გალიენი
Актер Гийом Гальенн - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გიიომ გალიენი
გიიომ გალიენის დებიუტი კინოში 1992 წელს შედგა. კარიერის განმავლობაში გადაღებულია 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის „ასტერიქსი და ობელიქსი ბრიტანეთში", „მარია ანტუანეტა" და სხვ.
2008 წელს დაჯილდოვდა ორდენით „დამსახურებისთვის", ხოლო 2013 წელს გახდა საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის ოფიცერი.
ყველა ახალი ამბავი
0