თბილისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ იხსნება

© photo: Sputnik / Stringerეროვნული გალერეა
ეროვნული გალერეა - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
გამოფენაში მთელი მსოფლიოდან მხატვრების უპრეცედენტო რაოდენობა მონაწილეობს.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. თანამედროვე ხელოვნების რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ თბილისში 2–19 ივნისს ჩატარდება.
„არტისტერიუმი" სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას ეძღვნება. ის პირველად 2008 წლის ნოემბერში გაიმართა.
ფესტივალი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2 ივნისს გაიხსნება პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ხელოვნების კოლექციის გამოფენით „რადიკალური იმედი“.
ექსპოზიცია სახელწოდებით „რადიკალური იმედი“ 50-მდე მხატვრის ნამუშევარს აერთიანებს და შთაგონებულია ჯონათან ლირის ამავე სახელწოდების მხატვრული ნაწარმოებით. ეს წიგნი ცდილობს უპასუხოს სამ ფუნდამენტურ შეკითხვას: როგორ ვიცხოვროთ სამყაროში, რომელმაც მოულოდნელად დაკარგა ყოველგვარი მნიშვნელობა; არის თუ არა იმედი ასეთ სამყაროში; და თუ არის, როგორ შეიძლება მისი გამოხატვა?
გამოფენა 12 ივნისამდე გაგრძელდება. ექსპოზიციაზე (18:00–20:00) გამოცხადდება Artisterium 2024-ის ლუბლინში (პოლონეთი) ჩატარების შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს თანამედროვე ხელოვნება და კულტურა.
მეორე პროექტი, რომელიც ეროვნულ გალერეაში იქნება წარმოდგენილი, უცხოელი მხატვრების ვიდეოარტ–პროგრამაა სახელწოდებით Related Objects II („დაკავშირებული ობიექტები II“). პროგრამა ორგანიზებულია „არტისტერიუმის“ პარტნიორი სამხრეთკორეული საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელოვნების სიმპოზიუმ Nine Dragon Heads-თან ერთად.
ლია შველიძის გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2022
„რადიკალური იმედი": ცისფერ გალერეაში გამოფენა გაიხსნება
შემდეგ „არტისტერიუმს“ უმასპინძლებს ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართულ–უკრაინული პროექტი „ხვალ“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის მხატვრები და მწერლები.
თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლებს ასევე უმასპინძლებენ თანამედროვე ხელოვნების გალარეა, სამუშაო სივრცე „კუბი კონტექსტში“, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
წელს „არტისტერიუმი“ ჩატარდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, თბილისში პოლონეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით.
ყველა ახალი ამბავი
0