სად და რისთვის იმგზავრეს საქართველოში მცხოვრებლებმა 2022 წლის დასაწყისში

© photo: Sputnikტურისტები თბილისის აეროპორტში
ტურისტები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
საქართველოს მცხოვრებლები 2022 წლის პირველ კვარტალში ყველაზე ხშირად ქვეყანაში მოგზაურობდნენ ნათესავების ან მეგობრების მოსანახულებლად.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა 2022 წლის პირველ კვარტალში უცხოეთში განახორციელეს 216,2 ათასი ვიზიტი, რაც 3,7-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ მონაცემებით, ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 144,4 ათასი. გასული წლის ეს მაჩვენებელი (2021 წლის პირველი კვარტალი) 54,6 ათასს შეადგენდა.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 126,7 ათასი მამაკაცებზე მოდის, ხოლო 89,5 ათასი – ქალებზე.
რატომ და სად მგზავრობენ საქართველოში მცხოვრებნი
საქართველოში მცხოვრები ადამიანების ვიზიტების ძირითადი მიზანი 2022 წლის პირველ კვარტალში ნათესავებისა და მეგობრების მონახულებაა, ასევე შოპინგი. ამ მიზნებზე ვიზიტების 61,7% მოდის.
შემდეგ მოდის პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობა – 19,9%, დასვენება და გართობა – 11,7%, ასევე მკურნალობა – 3,2%, სხვა მიზნებზე მოდის 3,6%.
ყველაზე პოპულარული მიმართულება საანგარიშო პერიოდში იყო თურქეთი, სადაც ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი – 46% განხორციელდა.
მეორე და მესამე ადგილებზეა ევროკავშირის ქვეყნები – 12,4% და რუსეთი – 11,8%.
შემდეგ მოდის სომხეთი – 11,5%, უკრაინა – 1,9% და აზერბაიჯანი – 1,2%.
სხვა ქვეყნებზე მოდის ვიზიტების 15,2%.
რამდენი დახარჯეს
საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა 2022 წლის პირველ კვარტალში უცხოეთში ვიზიტების დროს 285,1 მლნ ლარი დახარჯეს, ერთი ადამიანის ვიზიტის ხარჯი საშუალოდ 1,3 ათას ლარს შეადგენს.
მთელი თანხის (207 მლნ) ძირითადი ნაწილი საქართველოს მცხოვრებლებმა დახარჯეს საყიდლებზე, საკვებსა და სასმელზე. კიდევ 39,9 მლნ სასტუმროებზე დაიხარჯა.
ტრანსპორტზე დაიხარჯა 24,1 მლნ ლარი, გართობისთვის – 5,3 მლნ, სხვა ხარჯებზე – 9,4 მლნ.
ყველა ახალი ამბავი
0