ქართველმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© photo: Sputnik / Grigory Sisoev / გადასვლა მედიაბანკშირეზი დავითაძე
რეზი დავითაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს უკვე სამი მედალი აქვს - ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა რეზი დავითაძემ 89 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დავითაძე ატაცში და აკვრაში მეოთხე ადგილზე გავიდა (171 კგ და 198 კგ). თუმცა, ორჭიდში 369 კგ შედეგით ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ტირანაში ეს ქართული დელეგაციის მესამე მედალია. ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს შოთა მიშველიძემ (67 კგ) და კახი ასანიძემ (-73 კგ)
ხვალ ასპარეზობაში ჩაერთვებიან სპორტსმენები 96 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, სადაც საქართველოს ირაკლი გობეჯიშვილი წარადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0