მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოლონეთი უკრაინელი ლტოლვილების ნაწილს ყოველდღიურ შეღავათებს უწყვეტს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინელები რკინიგზის სადგურზე
უკრაინელები რკინიგზის სადგურზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
თბილისი, 2 ივნისი − Sputnik. პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან ქვეყნის მთავრობა აღარ გადაუხდის უკრაინიდან ლტოლვილებს საკვებისა და საცხოვრებლის შეღავათს 40 ზლოტის ოდენობით, იუწყება გაზეთი Rzeczpospolita ლტოლვილთა საკითხებში მთავრობის წარმომადგენელ პაველ შეფერნაკერზე დაყრდნობით.
თუმცა, როგორც შეფერნაკერმა განმარტა, იქნება გამონაკლისებიც და ლტოლვილთა ზოგ კატეგორიას შეღავათები კიდეც გაეზრდება. საუბარია შშმ პირებზე, ორსულებსა და მრავალშვილიან ოჯახებზე.
მთავრობის წარმომადგენლის თქმით, პოლონეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ უკრაინელი ლტოლვილების უმრავლესობა შეძლებს ადაპტაციას და სახელმწიფოს დახმარების გარეშე ცხოვრებას.
როგორც გამოცემას სხვა ანონიმმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, თავდაპირველად ქვეყნის მთავრობამ სპეციალური აქტით დაადგინა, რომ უკრაინიდან ლტოლვილები დახმარებას პირველი 60 დღის განმავლობაში მიიღებდნენ, თუმცა შემდეგ კიდევ 60 დღით გაახანგრძლივა ვადა.

„ახლა კი მორჩა. ჩვენ ვიხდით უზარმაზარ სოციალურ სახსრებს − კაცზე 300 ზლოტს და თითოეულ ბავშვზე დაახლოებით 500 ზლოტს. ამას ემატება სხვა სოციალური შეღავათებიც. <...> ოთხი თვე სრული დაცვა, ჩვენი აზრით, საკმარისი პერიოდია“, − აღნიშნა PiS-ის მაღალი რანგის პოლიტიკოსმა Rzeczpospolita-სთან საუბრისას.

უკრაინიდან მიღებული ლტოლვილების რაოდენობით პოლონეთი პირველ ადგილზეა. გაეროს 29 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში 3,6 მილიონი უკრაინელი შევიდა.
28 მაისს პაველ შეფერნაკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ჯერ არ გადაურიცხავს ქვეყნისთვის 144,6 მილიონი ევრო, რომელიც პოლონეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად არის საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0