პესკოვი: კრემლსა და თეთრ სახლს შორის კონტაქტები არ არსებობს

© AP Photo / Alex Brandon
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
თბილისი, 2 ივნისი − Sputnik. რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონტაქტები ამჟამად არ არსებობს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„შეიძლება ითქვას, რომ არა, ახლა არა. ახლა არანაირი კონტაქტი ფიზიკურად არ არსებობს“, − ასე უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტების შესაბამის შეკითხვას.

მანამდე იგივე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საგანგებო საკითხებში გრიგორი მაშკოვმაც. მისი თქმით, 24 თებერვლის შემდეგ რუსეთს „აშშ-თან კომპრომისის მიღწევის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს“.
20 მაისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ რუსეთთან საგარეო უწყების დონეზე კონტაქტების აღდგენის დრო ჯერ არ დამდგარა.
ყველა ახალი ამბავი
0