https://sputnik-georgia.com/20220602/mdinare-mtkvari-monitoringi-dacva-267065985.html
მტკვრის დაცვის დღე: მდინარის წყლის მონიტორინგი გრძელდება
მტკვრის დაცვის დღე: მდინარის წყლის მონიტორინგი გრძელდება
Sputnik საქართველო
ქართველი ეკოლოგები მდინარე მტკვრის მონიტორინგს ყოველთვიურად ახორციელებენ და მისი სისუფთავისთვის იბრძვიან. 02.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-02T12:01+0400
2022-06-02T12:01+0400
2022-06-02T18:35+0400
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველო
ახალი ამბები
აზერბაიჯანი
სომხეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23620/65/236206544_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_daba76d56086f1080eef8e6e544944d1.jpg
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს.საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიაში დღეს მდინარე მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც 1999 წელს კოალიცია „მტკვარი-არაქსის“ ინიციტივით დაფუძნდა.ეს დღე ერთდროულად აღინიშნება საქართველოში და მეზობელ სომხეთსა და აზერბიჯანში.გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზს ყოველთვიურად იკვლევს 19 წერტილში და ყოველ სამ თვეში – 33 წერტილში. კვლევების შედეგები რეგულარულად ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.მტკვარი ყველაზე დიდი მდინარეა ამიერკავკასიაში. სათავეს იღებს თურქეთის ტერიტორიაზე და ჩაედინება კასპიის ზღვაში. მდინარე სამი სახელმწიფოს – თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიედინება. აქედან საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის ძირითად მდინარეს წარმოადგენს. მტკვრის აუზი მთლიანად სომხეთს და ირანის ტერიტორიის ნაწილსაც მოიცავს.მტკვრის სიგრძე 1.364 კილომეტრია, აუზის ფართობი – 188 ათასი კვადრატული კილომეტრი.
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23620/65/236206544_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_bc1ba5bda143072f96b6b71a365db77b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველო, ახალი ამბები, აზერბაიჯანი, სომხეთი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველო, ახალი ამბები, აზერბაიჯანი, სომხეთი
მტკვრის დაცვის დღე: მდინარის წყლის მონიტორინგი გრძელდება
12:01 02.06.2022 (განახლებულია: 18:35 02.06.2022) ქართველი ეკოლოგები მდინარე მტკვრის მონიტორინგს ყოველთვიურად ახორციელებენ და მისი სისუფთავისთვის იბრძვიან.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს.
საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიაში დღეს მდინარე მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც 1999 წელს კოალიცია „მტკვარი-არაქსის“ ინიციტივით დაფუძნდა.
ეს დღე ერთდროულად აღინიშნება საქართველოში და მეზობელ სომხეთსა და აზერბიჯანში.
მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს. ადგილზე ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლებისა და მძიმე ლითონების არსებობას სპეციალურ ლაბორატორიაში შეამოწმებენ. ანალიზების შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზს ყოველთვიურად იკვლევს 19 წერტილში და ყოველ სამ თვეში – 33 წერტილში. კვლევების შედეგები რეგულარულად ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.
მტკვარი ყველაზე დიდი მდინარეა ამიერკავკასიაში. სათავეს იღებს თურქეთის ტერიტორიაზე და ჩაედინება კასპიის ზღვაში. მდინარე სამი სახელმწიფოს – თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიედინება. აქედან საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის ძირითად მდინარეს წარმოადგენს. მტკვრის აუზი მთლიანად სომხეთს და ირანის ტერიტორიის ნაწილსაც მოიცავს.
მტკვრის სიგრძე 1.364 კილომეტრია, აუზის ფართობი – 188 ათასი კვადრატული კილომეტრი.