საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების პირობები გაფართოვდება

© Pixabay / Free-Photosმამა და შვილი პლაჟზე
მამა და შვილი პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
ცვლილებები შეეხება ასევე მარტოხელა მშობლებისთვის გათვალისწინებულ შეღავათებს.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის ტერმინის განმარტებას ეხება.
ცვლილებების მიხედვით, გაფართოვდება იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზეც მშობელს მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსი ენიჭება.
პროექტის თანახმად, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი:
რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
თუ მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
ცვლილებები შეეხება შეღავათებსაც, რომლებიც მარტოხელა მშობლებისთვისაა გათვალისწინებული. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის შემოსავალი, თუ ის წელიწადში 3 ათას ლარს არ აღემატება. ცვლილებების თანახმად კი, აღნიშნული შეღავათი გავრცელდება მარტოხელა მამის სტატუსის მიმღებ პირებზეც.
ყველა ახალი ამბავი
0