ისანში ავტონაწილების ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია - ვიდეო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ძლიერი ხანძარია თბილისში, ისნის რაიონში.
ტელეკომპანია „პირველი არხის" ინფორმაციით, ცეცხლი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩნდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული, ასევე ადგილზე არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ყველა ახალი ამბავი
0