https://sputnik-georgia.com/20220602/fexburti-saqartvelos-nakrebma-gibraltari-gaanadgura-267088764.html
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს დიდი ანგარიშით მოუგო
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს დიდი ანგარიშით მოუგო
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს გასვლაზე 5 ივნისს ბულგარეთის გუნდთან გამართავს
2022-06-02T22:24+0400
2022-06-02T22:24+0400
2022-06-03T00:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24552/34/245523440_0:0:2700:1520_1920x0_80_0_0_d12ab03de70e777f76582f7cabb2fc4d.jpg
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა 2022-2023 წლების ერთა ლიგის პირველ მატჩში თბილისში გიბრალტართან დიდი ანგარიშით – 4:0 გაიმარჯვა.როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის პირველივე წუთებიდან შეტევა დაიწყო და უკვე მე-12 წუთზე ქართველები ხვიჩა კვარაცხელიას გოლის წყალობით დაწინაურდნენ.32-ე წუთზე მეტოქის კარის აღება ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მოახერხა ჯარიმის გათამაშების შემდეგ – კვარაცხელიას პასის დახმარებით.მეორე ტაიმში ქართველმა ფეხბურთელებმა ტემპს უკლეს, თუმცა თამაშს დამაჯერებლად აკონტროლებდნენ და მეტოქის კართან არაერთი მძაფრი მომენტი შექმნეს.თამაშის ბოლო წუთებზე საბა ლობჟანიძემ ორი ლამაზი პასი გააკეთა – ჯერ მიქაუტაძის, შემდეგ კი ყაზაიშვილის მისამართით. ორივე კომბინაცია გოლით დასრულდა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 4:0 დაფიქსირდა.პარალელურ მატჩში ერთა ლიგის ჩვენს ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები - ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები შეხვდნენ. სოფიაში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ამგვარად, პირველი ტურის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ.საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს გასვლაზე 5 ივნისს ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24552/34/245523440_249:0:2682:1825_1920x0_80_0_0_df3b93ba769aa1beca3948e847bb5e4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფეხბურთი საქართველო ნაკრები გიბრალტარი გამარჯვება
ფეხბურთი საქართველო ნაკრები გიბრალტარი გამარჯვება
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს დიდი ანგარიშით მოუგო
22:24 02.06.2022 (განახლებულია: 00:03 03.06.2022) საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო თამაშს გასვლაზე 5 ივნისს ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა 2022-2023 წლების ერთა ლიგის პირველ მატჩში თბილისში გიბრალტართან დიდი ანგარიშით – 4:0 გაიმარჯვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის პირველივე წუთებიდან შეტევა დაიწყო და უკვე მე-12 წუთზე ქართველები ხვიჩა კვარაცხელიას გოლის წყალობით დაწინაურდნენ.
32-ე წუთზე მეტოქის კარის აღება ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მოახერხა ჯარიმის გათამაშების შემდეგ – კვარაცხელიას პასის დახმარებით.
მეორე ტაიმში ქართველმა ფეხბურთელებმა ტემპს უკლეს, თუმცა თამაშს დამაჯერებლად აკონტროლებდნენ და მეტოქის კართან არაერთი მძაფრი მომენტი შექმნეს.
თამაშის ბოლო წუთებზე საბა ლობჟანიძემ ორი ლამაზი პასი გააკეთა – ჯერ მიქაუტაძის, შემდეგ კი ყაზაიშვილის მისამართით. ორივე კომბინაცია გოლით დასრულდა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 4:0 დაფიქსირდა.
პარალელურ მატჩში ერთა ლიგის ჩვენს ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები - ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები შეხვდნენ. სოფიაში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ამგვარად, პირველი ტურის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ.
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს გასვლაზე 5 ივნისს ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს.