https://sputnik-georgia.com/20220602/dres-amarlebaa-267079325.html
მართლმადიდებლური სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებლური სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
Sputnik საქართველო
ამაღლება ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად. 02.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-02T16:50+0400
2022-06-02T16:50+0400
2022-06-02T22:44+0400
რელიგია
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23204/98/232049840_0:599:1738:1577_1920x0_80_0_0_039e12d77d5468050fea0803e12eb2b7.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. დღეს მართლმადიდებლური სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს.მაცხოვრის ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.წელს აღდგომის დღესასწაული მართლმადიდებლებმა 24 აპრილს იზეიმეს, შესაბამისად, ამაღლების დღესასწაული დღეს, 2 ივნისს მოუწია.სახარების მიხედვით, აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ.ქრისტემ მოწაფეები ბეთანიის მიმართულებით გამოიყვანა, შემდეგ კი ხელები ცისკენ აღაპყრო და შეკრებილები აკურთხა. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში უამრავი ტრადიცია არსებობს. მაგალითად, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებასა და ბარაქიანობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23204/98/232049840_0:436:1738:1740_1920x0_80_0_0_e3cae8adaeb858fc4c954f2c799caea1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რელიგია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
რელიგია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
მართლმადიდებლური სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
16:50 02.06.2022 (განახლებულია: 22:44 02.06.2022) ამაღლება ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. დღეს მართლმადიდებლური სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს.
მაცხოვრის ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.
წელს აღდგომის დღესასწაული მართლმადიდებლებმა 24 აპრილს იზეიმეს, შესაბამისად, ამაღლების დღესასწაული დღეს, 2 ივნისს მოუწია.
სახარების მიხედვით, აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ.
ქრისტემ მოწაფეები ბეთანიის მიმართულებით გამოიყვანა, შემდეგ კი ხელები ცისკენ აღაპყრო და შეკრებილები აკურთხა. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.
ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში უამრავი ტრადიცია არსებობს. მაგალითად, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებასა და ბარაქიანობას.