სპეციალურად მშობლებისთვის: ტესტი ბავშვის ნიჭის ამოსაცნობად

© Pixabay / StockSnapპატარა ბიჭუნა წიგნით
პატარა ბიჭუნა წიგნით - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რა სახის ინტელექტის მფლობელია თქვენი შვილი, რათა სწორად აირჩიოს პროფესია და წარმატებას მიაღწიოს.
ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი ნიჭიერი და წარმატებული იყოს. ხშირად ისინი თავად ერევიან შვილების პროფესიულ არჩევანში და ერთგვარად უგეგმავენ კიდეც მომავალს.
მაგრამ შესაძლოა მშობელი შეცდეს – მარტივი მიზეზის გამო: გაუჭირდეს შვილის ნამდვილი ნიჭის ამოცნობა და სულ სხვა მიმართულებით „გაუკვალოს გზა“.
ამიტომ გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რისი ნიჭი აქვს, ანუ რა სახის უნარების მფლობელია თქვენი ბავშვი.
მაქსიმალურად ზუსტად და დაფიქრებით უპასუხეთ ქვემოთ შემოთავაზებულ კითხვებს დადებითად ან უარყოფითად. ბოლოს კი დააჯამეთ ისინი და ნახეთ შედეგი.
Sputnik-საქართველოს სხვა ტესტები, როგორც ინტელექტუალური, ისე ფსიქოლოგიური თუ ვიზუალური, ნახეთ აქ:
ბავშვი სათამაშოებითა და წიგნით - Sputnik საქართველო
ტესტის კითხვები
1.
თქვენი ბავშვი ხშირად ინტერესდება, საიდან ჩნდება ელვა, ჭექა-ქუხილი, რატომ მოდის წვიმა და ა.შ?
2.
თუ მისთვის ნაცნობ ზღაპარში სიტყვებს გადააადგილებთ, შეგისწორებთ თუ არა ბავშვი?
3.
მალე ისწავლა თუ არა თასმების შეკვრა და ველოსიპედით სიარული?
4.
მოსწონს სხვადასხვა როლების მორგება და სპექტაკლების თამაში?
5.
როდესაც ავტომობილით მგზავრობთ, ცდილობს დაიმახსოვროს ადგილის თავისებურებები?
6.
არჩევს სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობას?
7.
შეუძლია კარგად შემოხაზოს რუკაზე ობიექტები?
8.
უყვარს მიმიკების გამოყენება გრძნობებისა და მოძრაობების გამოსახატად?
9.
უყვარს სათამაშოების ფერისა და ზომის მიხედვით დახარისხება?
10.
შეუძლია დააკავშიროს ქმედება გრძნობასთან, მაგალითად, თქვას: „მე ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ გავბრაზდი?“
11.
უყვარს რაღაც ამბებისა და ისტორიების მოყოლა?
12.
აკომენტარებს სხვადასხვა ბგერებს?
13.
როცა ვინმეს გაიცნობს, ამბობს, რომ ის ვიღაცას აგონებს, ანუ ამსგავსებს ვინმეს ან რამეს?
14.
შეუძლია ზუსტად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და განსაზღვროს, რისი გაკეთება შეუძლია ან არ შეუძლია?

ტესტის შედეგები

თუ თქვენ დადებითად უპასუხეთ:
შეკითხვა: 1,8,17 – ლინგვისტური უნარები – ამ ტიპის ინტელექტი მნიშვნელოვანია პოეტების, მწერლების, ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეებისთვის;
შეკითხვა: 6,12,18 – მუსიკალური უნარები – კომპოზიტორები, დირიჟორები, მომღერლები...
შეკითხვა: 3,7,15 – ლოგიკურ-მათემატიკური უნარები – ინტელექტის ტიპი, რომელიც, მათემატიკოსებისა და მეცნიერების გარდა, დეტექტივებსაც ახასიათებთ;
შეკითხვა: 5,9,14 – სხეულ-კინემატიკური უნარები. სპორტსმენები, მოცეკვავეები, ქირურგები – ამ პროფესიების წარმომადგენლებს აუცილებლად ესაჭიროებათ ამ ტიპის კარგად განვითარებული ინტელექტი;
შეკითხვა: 10,16,20 – საკუთარი თავის შეცნობის უნარი, ანუ პიროვნული ინტელექტი. ის საშუალებას აძლევს ადამიანს, საღად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და გონივრულად დაგეგმოს ცხოვრება. მათგან კარგი ფსიქოლოგები გამოდიან;
შეკითხვა: 2,10,19 – სხვა ადამიანების შეცნობის უნარები, ანუ პიროვნებათშორისი ინტელექტი, რომელიც პედაგოგებს, სოციალურ მუშაკებს, მსახიობებსა და პოლიტიკოსებს „იძლევა“.
შეკითხვა: 4,11,13 – სივრცითი უნარები. ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანები სამ განზომილებაში აზროვნებენ. მათგან გამოდიან მეზღვაურები, სკულპტორები, არქიტექტორები.
ყველა ახალი ამბავი
0