მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტაილანდი ტურისტებისთვის კარანტინს აუქმებს: ქვეყნდება სამეფოში შესვლის ახალი წესები

ტაილანდი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ტაილანდის ხელისუფლება დღეიდან კარანტინს აუქმებს ქვეყანაში ჩასული ყველა მოგზაურისთვის — მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა.
1 ივნისიდან ვაქცინირებულ ტურისტებს მოეთხოვებათ პასპორტის, ვაქცინაციის მოწმობისა და სამედიცინო დაზღვევის წარდგენა 10.000 აშშ დოლარზე.
რაც შეეხება არავაქცინირებულ ან ნაწილობრივ ვაქცინირებულ უცხოელებს, სერტიფიკატის ნაცვლად მათ უნდა წარადგინონ უარყოფითი ანტიგენ-ტესტი ან PCR-ტესტი, რომელიც სამეფოში გამგზავრებამდე 72 საათით ადრე იქნება გაკეთებული.
ქვეყანაში მოქმედი სისტემა Thailand Pass ავტომატურად გადასცემს QR–კოდს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყველა დოკუმენტის ატვირთვიდან ერთი ან ორი საათის განმავლობაში. ქვეყანაში ჩასვლისას მოგზაურებმა ასევე უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება.
ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ იძლევა ნიღბების რეჟიმის გაუქმების რეკომენდაციას, თუმცა პირბადის გარეშე ყოფნა შესაძლებელია იმ რაიონებში, სადაც ინფექციის მაჩვენებლები დაბალია, ხოლო ვაქცინაციის მაჩვენებლები მაღალია. საუბარია ბანგკოკსა და კიდევ 30 სხვა პროვინციაზე.
ამასთან ნიღბების გამოყენება კვლავ სავალდებულოა COVID-19-ით დაავადებული პაციენტებისა და საკონტაქტო პირებისთვის, ასევე საჯარო ღონისძიებებსა და საზოგადოებრივ ადგილებში.
ტაილანდში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 4,45 მილიონს გადააჭარბა, 30 ათასი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში 2,6 მილიონი ადამიანი სრულად არის აცრილი.
ყველა ახალი ამბავი
0