პირველად საქართველოში იტალიური ღვინის ფესტივალი გაიმართება

ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ გასინჯონ და შეიძინონ როგორც იტალიელი მეღვინეების, ასევე ადგილობრივი მარნების ღვინოები.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. „მერანოს" იტალიური ღვინოების ფესტივალი-დეგუსტაცია 19 ივნისს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, „შატო მუხრანში" გაიმართება, იუწყება საქართველოს ღვინის ასოციაცია.
ორგანიზატორების ცნობით, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელიც იტალიის ფარგლებს გარეთ უმასპინძლებს მერანოს ღვინის ფესტივალს.
ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გასინჯონ და შეიძინონ როგორც იტალიელი მეღვინეების, ასევე ადგილობრივი მარნების ღვინოები.
გარდა ამისა, დღის განმავლობაში გაიმართება კულინარიული მასტერ-კლასები, იტალიური და ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია. ფესტივალი მუსიკალური ჯგუფი „მიქსტურის" გამოსვლით დასრულდება.
ფესტივალზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ შეუძლიათ. გარდა ამისა, 5 ივნისიდან შესაძლებელი იქნება კულინარიული მასტერ-კლასების ბილეთების შეძენაც, რომელსაც სპეციალურად მოწვეული იტალიელი შეფ-მზარეული ანტონიო ტუბელი (Antonio Tubelli) ჩაატარებს.
ღონისძიებაზე დასწრება 12 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.
ყველა ახალი ამბავი
0