https://sputnik-georgia.com/20220601/saqartvelos-premierma-somex-kolegas-dabadebis-dre-miuloca-saubris-detalebi-267062110.html
საქართველოს პრემიერმა სომეხ კოლეგას დაბადების დღე მიულოცა: საუბრის დეტალები
საქართველოს პრემიერმა სომეხ კოლეგას დაბადების დღე მიულოცა: საუბრის დეტალები
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილმა ფაშინიანს ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა, მეგობარ სომეხ ხალხს კი - კეთილდღეობა და პროგრესი
2022-06-01T23:17+0400
2022-06-01T23:17+0400
2022-06-01T23:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სომხეთი
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/08/259441650_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_f1257f7cf83225d71c8e38e6e29ddae8.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეფონით სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.ნიკოლ ფაშინიანი 1975 წლის 1 ივნისს იჯევანში დაიბადა. 2018 წლის 8 მაისს ის სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2021 წლის ივნისში ის ხელახლა აირჩიეს მთავრობის მეთაურად.მხარეებმა განიხილეს ასევე პარტნიორობის განმტკიცების შესაძლებლობები და ახლო მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.წყარო - საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/08/259441650_141:120:1119:853_1920x0_80_0_0_192ab58ab003984ae51fd47e9c53dd95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთი კოლეგა ნიკოლ ფაშინიანი დაბადების დღე მილოცვა საუბარი დეტალები
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთი კოლეგა ნიკოლ ფაშინიანი დაბადების დღე მილოცვა საუბარი დეტალები
საქართველოს პრემიერმა სომეხ კოლეგას დაბადების დღე მიულოცა: საუბრის დეტალები
23:17 01.06.2022 (განახლებულია: 23:34 01.06.2022) ღარიბაშვილმა ფაშინიანს ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა, მეგობარ სომეხ ხალხს კი - კეთილდღეობა და პროგრესი.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეფონით სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
ნიკოლ ფაშინიანი 1975 წლის 1 ივნისს იჯევანში დაიბადა. 2018 წლის 8 მაისს ის სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2021 წლის ივნისში ის ხელახლა აირჩიეს მთავრობის მეთაურად.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ფაშინიანს ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა, მეგობარ სომეხ ხალხს კი - კეთილდღეობა და პროგრესი. საუბრისას ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს ქვეყნებს შორის.
მხარეებმა განიხილეს ასევე პარტნიორობის განმტკიცების შესაძლებლობები და ახლო მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.