საპატრიარქო მეორე ფრონტის არგახსნაზე: მთავრობის გადაწყვეტილება სწორია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
ადამიანები, რომლებიც ომისკენ მოუწოდებენ, არ ფიქრდებიან იმაზე, თუ ვის ხარჯზე აპირებენ ამ მოწოდების რეალიზებას, განაცხადა სასულიერო პირმა
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. სწორია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, არ ჩართოს ქვეყანა ომში, განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მოუწოდა. მოგვიანებით ეს მოწოდება უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც გაიმეორეს. ამაზე საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მეორე ფრონტს არ გახსნის, რადგან ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობს.
„ხმამაღლა შეიძლება თქმა: დიახ, სწორია პოლიტიკა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ომში არ ჩაერთოს ჩვენი ქვეყანა და არ დატრიალდეს უბედურება, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება, განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, ეკლესია თავს იკავებს პოლიტიკური განცხადებებისგან, მაგრამ როდესაც „ქრისტიანული მოსაზრება, ერის სიყვარულით ნათქვამი სიტყვები“ ხდება თავდასხმის ობიექტი, მას რეაგირება უწევს.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როდესაც ადამიანები, რომლებიც ომისკენ მოუწოდებენ, არ ფიქრდებიან იმაზე, თუ ვის ხარჯზე აპირებენ ამ მოწოდების რეალიზებას.
რაც შეეხება უკრაინის ირგვლივ არსებულ სიტუაციას, საქართველოს ხელისუფლებაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაკისრებას არ აპირებენ, რადგან ეს პირველ რიგში თავად საქართველოს დააზარალებს. ამასთან, საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატში უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.
ხელისუფლებაში ისიც არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.
ყველა ახალი ამბავი
0