https://sputnik-georgia.com/20220601/papuasvilma-opoziciis-mier-parlamentis-sesazlo-datovebis-mizezi-daasaxela-267056915.html
პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვების მიზეზი დაასახელა
პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვების მიზეზი დაასახელა
Sputnik საქართველო
ოპოზიციას არეულობის მოწყობა სურს, მაგრამ ამის რესურსი არ აქვს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
2022-06-01T19:26+0400
2022-06-01T19:26+0400
2022-06-01T22:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:141:1920:1221_1920x0_80_0_0_b516c900e6c8f1dcd3b4780e293d4e46.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვება პირდაპირ მიანიშნებს, რომ მათ ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.მანამდე საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი მთელმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს.მამულაშვილის აზრით, მთელი პროდასავლური ოპოზიციის გამოსვლა იქნებოდა უკვე დემარში და ჟესტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს შეუქმნიდა.პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ სწორედ ამის გამო გამოუცხადა საბოტაჟი პარლამენტს და უარს ამბობდა პარლამენტში შესვლაზე.„ჰქონდათ იმედი, რომ არევდნენ ქვეყანას. მეორე მხრივ, ვხედავთ იმასაც, რომ ამის რესურსი არ აქვთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორჯერ გამოუცხადა ბოიკოტი საპარლამენტო მუშაობას. პირველად ბოიკოტი 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოცხადდა, მეორედ – 2021 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების შემდეგ.ყოველ ჯერზე მიზეზად ცხადდებოდა არჩევნების შედეგების გაყალბება. ბოლოს პარტიამ საპარლამენტო მუშაობა 2022 წლის თებერვალში განაახლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:106:1566:1281_1920x0_80_0_0_09b747b8060319e69b74dad5406e5564.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შა;ლვა პაპუაშვილი ოპოზიცია პარლამენტი დატოვება მიზეზი
შა;ლვა პაპუაშვილი ოპოზიცია პარლამენტი დატოვება მიზეზი
პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვების მიზეზი დაასახელა
19:26 01.06.2022 (განახლებულია: 22:58 01.06.2022) ოპოზიციას არეულობის მოწყობა სურს, მაგრამ ამის რესურსი არ აქვს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვება პირდაპირ მიანიშნებს, რომ მათ ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მანამდე საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი მთელმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს.
მამულაშვილის აზრით, მთელი პროდასავლური ოპოზიციის გამოსვლა იქნებოდა უკვე დემარში და ჟესტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს შეუქმნიდა.
„პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა ნიშნავს, რომ ქვეყნის არევის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ და, პირიქით, პარლამენტის დატოვება ნიშნავს, რომ ეს არის გამოხატული პირდაპირი განზრახვა ქვეყნის არევის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ სწორედ ამის გამო გამოუცხადა საბოტაჟი პარლამენტს და უარს ამბობდა პარლამენტში შესვლაზე.
„ჰქონდათ იმედი, რომ არევდნენ ქვეყანას. მეორე მხრივ, ვხედავთ იმასაც, რომ ამის რესურსი არ აქვთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორჯერ გამოუცხადა ბოიკოტი საპარლამენტო მუშაობას. პირველად ბოიკოტი 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოცხადდა, მეორედ – 2021 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების შემდეგ.
ყოველ ჯერზე მიზეზად ცხადდებოდა არჩევნების შედეგების გაყალბება. ბოლოს პარტიამ საპარლამენტო მუშაობა 2022 წლის თებერვალში განაახლა.