მდინარე იორდანესთან ქართული კულტურის მუზეუმი გაიხსნება

© photo: Sputnik / А. Свердлов / გადასვლა მედიაბანკშიღვთისმშობლისა და წმინდა ნინოს ხატების დიპტიქი
ღვთისმშობლისა და წმინდა ნინოს ხატების დიპტიქი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
კულტურის ცენტრის კონცეფციაზე საპატრიარქო, კულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი იმუშავებენ.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. მდინარე იორდანესთან ქართული კულტურის მუზეუმი გაიხსნება, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს მდინარე იორდანესთან 4.000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი გადმოეცა. უახლოეს მომავალში დაიწყება აქტიური მუშაობა ამ ნაკვეთზე კულტურის ცენტრის შექმნის კონცეფციაზე. პროექტის შემუშავებაში ჩაერთვებიან საქართველოს საპატრიარქო, ეროვნული მუზეუმი და კულტურის სამინისტრო.

„შექმნილია კომისია, რომელიც კონცეფციის შემუშავებაზე იმუშავებს. თუმცა ამ კონცეფციის ძირითადი ჩარჩო ცნობილია. ეს უნდა იყოს კულტურული ცენტრი, სადაც მოეწყობა ქართული კულტურის მუზეუმი", – განაცხადა ჯაღმაიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

მისი თქმით, ექსპონატების დიდი ნაწილი ქართველი სასულიერო პირების, საეკლესიო მოღვაწეების წმინდა მიწაზე ცხოვრების პერიოდს დაეთმობა.
ეს იქნება კიდევ ერთი კერა, ადგილი, სადაც საქართველო შეძლებს თავისი კულტურის წარმოჩენას, და ჩვენ ვიცით, რომ დიდი ნაწილი ქართული კულტურისა სწორედ ქრისტიანულ ღერძს მიჰყვება, მის ირგვლივ არის შექმნილი, მისით საზრდოობს, ამიტომ ეს ადგილი ძალიან შესაფერისი იქნება მისთვის. ადგილი თვითონ არის ძალიან ლამაზი", – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიაში მაისის მიწურულს გაემგზავრა, სადაც მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილთან მდებარე მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოსთვის მიწის გადმოცემის შესახებ ცნობილი გახდა 19 იანვარს, ნათლისღების დღეს.
საქართველოს მდინარე იორდანესთან მიწის ნაკვეთი ოფიციალურად გადაეცა>>
ცერემონიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა მემორიალური ქვა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის და თავად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერებია.
საქართველომ და იორდანიამ დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 6 აპრილს დაამყარეს. საქართველოს საელჩო სამეფოში 2004 წელს გაიხსნა. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0