მოსალოდნელია G1 სიმძლავრის ქარიშხალი: ივნისის მაგნიტური დღეების კალენდარი

© AP Photo / Steve Gribben / Johns Hopkins APL / NASAმზის ზონდი Parker-ის მოძრაობა მზისკენ
მზის ზონდი Parker-ის მოძრაობა მზისკენ - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ზაფხული მშვიდად დაიწყება, მზეზე აფეთქებები მოსალოდნელი არ არის და, შესაბამისად, გეომაგნიტური ვითარებაც მშვიდი იქნება, აცხადებენ მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიის მეცნიერები.
თუმცა, მათი თქმით, თვის მეორე დეკადიდან მზეზე სერიოზული შტორმები დაიწყება, რაც 12-დან 24 ივნისამდე გაგრძელდება.
მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ივნისში
მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ივნისში - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ივნისში
ამასთან, სწავლულების განმარტებით, ეს წინასწარი პროგნოზებია: მზე ახლა აბსოლუტურად მშვიდია და თითქოს გართულებებს არაფერი მოასწავებს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მზე ცვალებადობით ხასიათდება, მისი აქტიურობის პროგნოზი, შესაძლოა, მოულოდნელად საგრძნობლად შეიცვალოს — თანაც არა საათებში, არამედ წუთებშიც კი.
ივნისის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:
12-13 ივნისი — 4 ბალის სიმძლავრის აღშფოთება (ათბალიანი სკალით);
16-17 ივნისი — 4 ბალის სიმძლავრის აღშფოთება;
23 ივნისი — 4 ბალის სიმძლავრის აღშფოთება;
24 ივნისი — 5 ბალის, ანუ G1 დონის სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი.
დანარჩენ დღეებში, წინასწარი პროგნოზით, მაგნიტოსფერო მშვიდი იქნება და აღშფოთებები 2-3 ბალს არ ასცდება.

რა არის მაგნიტური ქარიშხლები?

ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის.
რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.

რეკომენდაციები ექიმებისგან

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:
დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მკვეთრად;
კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე თამბაქოს მოწევა;
საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზირებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.
ყველა ახალი ამბავი
0