https://sputnik-georgia.com/20220601/lelom-qartul-ocnebas-sarl-miselis-setanxmebasi-dabrunebisken-mouwoda-267056211.html
„ლელომ“ „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდა
„ლელომ“ „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდა
Sputnik საქართველო
19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროპულ მომავალს, ამტკიცებს ხაზარაძე
2022-06-01T18:58+0400
2022-06-01T18:58+0400
2023-08-17T18:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1f/261671103_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_3a35ef38fc4172f6652c0558c79672f3.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მოუწოდებს, კვლავ შეუერთდეს შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმდა.მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ 2021 წლის 19 აპრილს ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ. მაგრამ უკვე ივლისის ბოლოს „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების გაუქმების შესახებ განაცხადა და დატოვა ის მას შემდეგ, რაც მას ხელი არ მოაწერა უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მოგვიანებით, 2 სექტემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მაინც მოაწერა დოკუმენტს.როგორც „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროპულ მომავალს. მისი თქმით, ეს საკითხი ევროპულმა მხარემ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე განიხილა.საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დასკვნას ელოდება. მანამდე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ დასკვნა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება მზად.„აუცილებლად მიგვაჩნია შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე“, – აღნიშნა ხაზარაძემ.პარტიამ ასევე მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლებები, რათა „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდეს.„ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ერთი მხრივ, დარჩენილ გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და, მეორე მხრივ, მიშელის შეთანხმებაში მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.19 აპრილის შეთანხმება გულისხმობს ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარებას, ასევე პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებას ოპოზიციის მეტი ჩართულობის მიზნით.საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. განაცხადი საქართველომდე ცოტა ხნით ადრე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი უკვე დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1f/261671103_196:187:1084:853_1920x0_80_0_0_b448741b68fa635b7d7523c585271bdb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ლელო“ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელი შეთანხმება დაბრუნება მოწოდება
„ლელო“ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელი შეთანხმება დაბრუნება მოწოდება
„ლელომ“ „ქართულ ოცნებას“ შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდა
18:58 01.06.2022 (განახლებულია: 18:32 17.08.2023) 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროპულ მომავალს, აღნიშნა ხაზარაძემ.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ მოუწოდებს, კვლავ შეუერთდეს შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმდა.
მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ 2021 წლის 19 აპრილს ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ. მაგრამ უკვე ივლისის ბოლოს „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების გაუქმების შესახებ განაცხადა და დატოვა ის მას შემდეგ, რაც მას ხელი არ მოაწერა უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მოგვიანებით, 2 სექტემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მაინც მოაწერა დოკუმენტს.
როგორც „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროპულ მომავალს. მისი თქმით, ეს საკითხი ევროპულმა მხარემ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე განიხილა.
„შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე“, – განაცხადა ხაზარაძემ.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დასკვნას ელოდება. მანამდე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ დასკვნა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება მზად.
„აუცილებლად მიგვაჩნია შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
პარტიამ ასევე მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლებები, რათა „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდეს.
„ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ერთი მხრივ, დარჩენილ გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და, მეორე მხრივ, მიშელის შეთანხმებაში მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
19 აპრილის შეთანხმება გულისხმობს ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარებას, ასევე პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებას ოპოზიციის მეტი ჩართულობის მიზნით.
საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. განაცხადი საქართველომდე ცოტა ხნით ადრე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი უკვე დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა.