კოკაინი, ჰეროინი და არა მარტო: ქართული პოლიციის „ნადავლი“ წელიწად-ნახევარში

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
ნარკოტიკების ტრანზიტი და რეალიზაცია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს პოლიციამ 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის მაისამდე უკანონო მიმოქცევიდან 17,5 კილოგრამი ჰეროინი, 12,5 კილოგრამი კოკაინი, 5 კილოგრამი ფსიქოტროპული და სხვა ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი.
საერთო ჯამში საანგარიშო პერიოდში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულია 149 ნარკორეალიზატორი და ნარკოტიკებით ონლაინ-ვაჭრობაში ჩართული 19 პირი.
პოლიციამ თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში შვიდი ონლაინ-მაღაზია და ერთი ნარკოლაბორატორია დახურა.
ამჟამად საქართველოში ნარკოტიკები რამდენიმე გზით ხვდება. მძიმე ნარკოტიკები შემოდის აღმოსავლეთიდან, „ფონიჭალის არხის“ გავლით. ნარკოტიკების გავრცელების მეორე არხია ინტერნეტი, მესამე – ევროპა, საიდანაც ე.წ. კლუბური ნარკოტიკები შემოდის.
ნარკოტიკების ტრანზიტი და რეალიზაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია და ისჯება სასჯელის უმაღლესი ზომით, მათ შორის, უვადო პატიმრობითაც.
ყველა ახალი ამბავი
0