რატომ უნდა სვათ კიტრის წყალი ყოველდღე: 9 მიზეზი და ელექსირის რეცეპტი

© Pexels / Shameel mukkathკიტრის ელექსირი
კიტრის ელექსირი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
თანამედროვე ცხოვრების დაძაბულ რიტმში ადვილი არ არის, გამონახოთ დრო ჯანმრთელობაზე საზრუნავად.
დაკავებული და საქმიანი ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვინც უმოძრაო (საოფისე) ცხოვრებას ეწევა, ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზა — კიტრის ელექსირის რეგულარული სმაა.
სხვათა შორის, ეს სასმელი ასევე ძალიან რგებს მათ, ვინც ბევრს მოძრაობს. ანუ, პრინციპში, იდეალური რამაა.
ქვემოთ იმის რამდენიმე მიზეზს გაგაცნობთ, თუ რატომ უნდა მიირთვათ კიტრის წყალი ყოველდღე.

კიტრის ელექსირი:

ამცირებს გულის დაავადების რისკს. კვლევებმა აჩვენა, რომ რაციონში კიტრის წყლის ჩართვა ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას, რაც გულის დაავადების მთავარი რისკ-ფაქტორია. თუ დილით კიტრის წყლის დალევას ჩვევად აქცევთ, მაშინ ინსულტის, ასევე ინფარქტისა და, სხვათა შორის, არც თირკმელების პრობლემები არ შეგექმნებათ.
ხელს უშლის ოსტეოპოროზს. კიტრი წარმოუდგენლად მდიდარია K ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს ძვლის მატრიცის ფორმირებას და სიმტკიცეს ანიჭებს მათ.
ამცირებს კიბოს რისკს. კიტრის ახლად დაყენებული სასმელი მდიდარია ისეთი ანტიოქსიდანტებითა და ნაერთებით, როგორიცაა კუკურბიტაცინები და ლიგნანები, რომლებიც ორგანიზმს კიბოს თავიდან აცილებაში ეხმარება.
ანელებს დაბერებას. კიტრში ანტიოქსიდანტების მდიდარი ნაკრები ხელს უწყობს უჯრედებზე სტრესის შემცირებას და დაბერების პროცესის შენელებას.
ავსებს ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტს. კიტრი არის ისეთი საკვები ნივთიერებების მდიდარი წყარო, როგორებიცაა: ვიტამინები A და C და ასევე მანგანუმი, რომლებიც რაციონში საკვები ნივთიერებების დეფიციტს ანაზღაურებს.
გამოდევნის ტოქსინებს. კიტრის წყალი ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას წყლისა და უჯრედისის მაღალი შემცველობის გამო. სწორედ მათი მეშვეობით გამოდევნის ორგანიზმი მავნე ქიმიკატებს საპირფარეშოში ყოველი შესვლისას.
ატენიანებს კანს. კიტრის წყალი კანს სილიციუმითა და ვიტამინ B5-ით ამარაგებს, რომლებიც ატენიანებს კანს და ხდის მას გლუვსა და ელასტიკურს.
აძლიერებს კუნთებს. კიტრის ელექსირი კვებავს კუნთებს მნიშვნელოვანი ნივთიერებებით, ამკვრივებს მათ და სპორტის ეფექტს უფრო შესამჩნევს ხდის.
ხელს უწყობს გახდომას. ზედმეტი კილოგრამების დაკლება გსურთ? მაშინ ეს სუპერსასმელი თქვენთვისაა. კიტრის წყალი აქვეითებს შიმშილის გრძნობას და, შესაბამისად, დროთა განმავლობაში საკვების რაოდენობის შემცირებას იწვევს.

როგორ მოვამზადოთ კიტრის ელექსირი

რეცეპტის შემადგენლობა საკმაოდ მარტივია. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კიტრი, წყალი, პიტნის ყლორტი და ლიმონის ნაჭერი.
ჩაასხით ჭურჭელში 2 ლიტრი წყალი;
დაჭერით კიტრი თხელ ნაჭრებად და ჩაყარეთ წყალში;
ჩაამატეთ შიგ პიტნის ყლორტი და თხლად დაჭრილი ლიმონი;
მიღებული სასმელი შედგით მაცივარში და დატოვეთ მთელი ღამე.
დილით ელექსირი შეგიძლიათ დალიოთ შეუზღუდავად. გამომდინარე იქიდან, რომ კიტრი ძირითადად წყალს შეიცავს, ერთი ულუფა სასმელი სულ 10-12 კალორიაა.
ყველა ახალი ამბავი
0