https://sputnik-georgia.com/20220601/internetsivrcesi-bavsvis-uflebebis-dacvaze-gzamkvlevi-gamoica-267052756.html
ინტერნეტ-სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გზამკვლევი გამოიცა
ინტერნეტ-სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გზამკვლევი გამოიცა
Sputnik საქართველო
სახელმძღვანელოს გამოცემა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება. 01.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-01T17:39+0400
2022-06-01T17:39+0400
2022-06-01T22:39+0400
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23521/76/235217648_0:165:2975:1838_1920x0_80_0_0_b78fa0876cb382a46b2d0ccb5c93ff67.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ინტერნეტ-სივრცეში ბავშვების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გზამკვლევი შეიმუშავა.გზამკვლევში სახელწოდებით „ციფრულ გარემოში ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვა" ინტერნეტ-სივრცეში ბავშვების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებია გათვალისწინებული.გზამკვლევის მიზანია ციფრულ გარემოში ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა და მათი ეროვნულ კანონმდებლობასთან მისადაგება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აღნიშნეს, რომ საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო პირდაპირ არ ითვალისწინებს ციფრულ გარემოში ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურებს.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბავშვები სულ უფრო აქტიურად იყენებენ ინტერნეტს, რაც მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ციფრული გარემო ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, განახორციელონ კომუნიკაცია, გამოხატონ საკუთარი აზრი და ა.შ. შესაბამისად, ერთი მხრივ, ონლაინ-სივრცე იძლევა სარგებელს, თუმცა, მეორე მხრივ, წარმოშობს გარკვეულ რისკებს ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით.ჩხენკელი: ჩვენი ვალია შევუქმნათ თითოეულ ბავშვს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო განვითარებისთვის>>ციფრულ გარემოში ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის გზამკვლევის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.ზაფხულის პირველ დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ბევრი ქვეყანა აღნიშნავს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია. მისი ჩატარების გადაწყვეტილება 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე მიიღეს, რომელსაც გაერომ მხარი დაუჭირა. ყოველწლიურად 1950 წლიდან აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23521/76/235217648_154:0:2822:2001_1920x0_80_0_0_23b5ba1185cf84268eb9528beffd0e6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
ინტერნეტ-სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გზამკვლევი გამოიცა
17:39 01.06.2022 (განახლებულია: 22:39 01.06.2022) სახელმძღვანელოს გამოცემა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც ყოველწლიურად 1 ივნისს აღინიშნება.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ინტერნეტ-სივრცეში ბავშვების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით გზამკვლევი შეიმუშავა.
გზამკვლევში სახელწოდებით „ციფრულ გარემოში ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვა" ინტერნეტ-სივრცეში ბავშვების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებია გათვალისწინებული.
გზამკვლევის მიზანია ციფრულ გარემოში ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა და მათი ეროვნულ კანონმდებლობასთან მისადაგება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აღნიშნეს, რომ საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო პირდაპირ არ ითვალისწინებს ციფრულ გარემოში ბავშვების პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბავშვები სულ უფრო აქტიურად იყენებენ ინტერნეტს, რაც მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ციფრული გარემო ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, განახორციელონ კომუნიკაცია, გამოხატონ საკუთარი აზრი და ა.შ. შესაბამისად, ერთი მხრივ, ონლაინ-სივრცე იძლევა სარგებელს, თუმცა, მეორე მხრივ, წარმოშობს გარკვეულ რისკებს ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით.
ციფრულ გარემოში ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის გზამკვლევის ნახვა შესაძლებელია
ბმულზე.
ზაფხულის პირველ დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ბევრი ქვეყანა აღნიშნავს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია. მისი ჩატარების გადაწყვეტილება 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ სპეციალურ სესიაზე მიიღეს, რომელსაც გაერომ მხარი დაუჭირა. ყოველწლიურად 1950 წლიდან აღინიშნება.