Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდა...“ - გიორგი გილიგაშვილის და

© courtesy of Giorgi Giligashviliგიორგი გილიგაშვილი
გიორგი გილიგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
მსახიობ გიორგი გილიგაშვილის და, ნუცა ძმის დაავადებაზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. მისი თქმით, გიორგის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდა და არა ყელის. მას 18 კვანძი ჰქონდა და აქედან 8 ავთვისებიანი გამოდგა.

„ერთი კვანძი სახმო იოგზე იყო, ერთიც კაპილარზე. ძალიან ფრთხილად იმუშავეს ექიმებმა და იყო საშიშროება, ხმა საერთოდ დაეკარგა. მადლობა ღმერთს, ისე გადავიტანეთ, რომ ენერგიაც დაუბრუნდა და ხმაც მალე დაუბრუნდება“, – ამბობს მსახიობის და.

როგორც ნუცა აღნიშნავს, გიორგი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

„კარგად არის და, როგორც ექიმები გვეუბნებიან, უკეთესადაც იქნება. დიდი შემართებით არის, ერთი წუთითაც ვერ შეატყობთ მოწყენას და მსგავს ემოციებს. პირიქით, ძალიან მოტივირებულია, მადლობელია უფლის, რომ ასე დაემართა, რადგან ამბობს, უფრო მაგარ რაღაცას მივხვდიო – იმას, რომ ძალიან მაგარია სიცოცხლე და ამდენი ადამიანის სიყვარული“, – ამბობს ნუცა.

ყველა ახალი ამბავი
0