მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენი: აშშ უკრაინას ბევრად სრულყოფილ იარაღს მიაწვდის

© AP Photo / Susan Walshჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. შეერთებული შტატები უკრაინას უფრო სრულყოფილ სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის, მათ შორის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Stinger-ებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემა Javelin-ებს, ასევე არტილერიასა და ვერტმფრენ Mi-17-ებს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა.

„ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად უკრაინისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობის იარაღისა და საბრძოლო მასალის გასაგზავნად, რათა მან ბრძოლის ველზეც შეძლოს ბრძოლა და მოლაპარაკებების მაგიდასთანაც ყველაზე ძლიერი პოზიცია დაიკავოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ უკრაინელებს მივაწოდოთ უფრო სრულყოფილი სარაკეტო სისტემები და საბრძოლო მასალა, რაც მათ საშუალებას მისცემს, უფრო ზუსტად დაარტყონ საკვანძო სამიზნეებს ბრძოლის ველზე“, — აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, მოლოდინები, თითქოს უკრაინა ახალ შეიარაღებას რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მისატანად გამოიყენებს, რეალობას არ შეესაბამება.
„ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთზე თავდასხმას. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რუსეთის ფედერაციით და არ ვიბრძვით მისი ტერიტორიებისთვის“, — განაცხადა ზელენსკიმ ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში.
წყარო: The New York Times
ყველა ახალი ამბავი
0