https://sputnik-georgia.com/20220601/15-wlis-mozardis-dawris-saqmeze-brali-arasrulwovans-waredgina-267058953.html
15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე ბრალი არასრულწლოვანს წარედგინა
15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე ბრალი არასრულწლოვანს წარედგინა
Sputnik საქართველო
დაჭრილი არასრულწლოვანი „ამტელ ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი.
2022-06-01T20:33+0400
2022-06-01T20:33+0400
2022-06-01T23:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/41/234094122_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_09b2b9e17141299a7bfb2254fd8b24bc.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. თბილისში მომხდარი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.შემთხვევა 30 მაისს თბილისში, სამგორის რაიონში მოხდა. გამოძიების მიხედვით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით 15 წლის მოზარდს დანით ჭრილობები მიაყენა.უწყების ცნობით, დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების დადგენის მიზნით.დაჭრილ მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად ის მართვით სუნთქვაზეა.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/41/234094122_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_499adf2b952ab3fd79ec51a7e058720e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
15 წლის მოზარდი დაჭრა საქმე ბრალი არასრულწლოვანი წარდგენა
15 წლის მოზარდი დაჭრა საქმე ბრალი არასრულწლოვანი წარდგენა
15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე ბრალი არასრულწლოვანს წარედგინა
20:33 01.06.2022 (განახლებულია: 23:09 01.06.2022) დაჭრილი არასრულწლოვანი „ამტელ ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. თბილისში მომხდარი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შემთხვევა 30 მაისს თბილისში, სამგორის რაიონში მოხდა. გამოძიების მიხედვით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით 15 წლის მოზარდს დანით ჭრილობები მიაყენა.
უწყების ცნობით, დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების დადგენის მიზნით.
დაჭრილ მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად ის მართვით სუნთქვაზეა.