ძალოსნობა: შოთა მიშველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

© photo: Sputnik / Grigory Sisoev / გადასვლა მედიაბანკშიშოთა მიშველიძე
შოთა მიშველიძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
ქართველმა ძალოსანმა ორი მოძრაობის ჯამში 307 კილოგრამი დააგროვა და მხოლოდ ბულგარელ ვალენტინ გენჩევს ჩამორჩა.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ქართველმა სპორტსმენმა შოთა მიშველიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ძალოსანი პირველად გამოვიდა 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში (მანამდე 61 კგ-ში ასპარეზობდა) და მას წარმატებული დებიუტიც გამოუვიდა.
მიშველიძემ ატაცში მცირე ოქრო მოიპოვა, სადაც სამივე მისვლა (135, 139 და 142 კგ) გამოიყენა და ბულგარელ ვალენტინ გენჩევს სამი კილოგრამით აჯობა. ქართველმა სპორტსმენმა წარმატებული სტარტის შემდეგ შედარებით ცუდი შედეგი დააფიქსირა აკვრაში, სადაც მან 165 კილოგრამი ბოლო, მესამე მისვლაზე დაძლია და მცირე ბრინჯაოს დაეუფლა.
ორივე მოძრაობის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 307 კილოგრამი დააგროვა და მხოლოდ ბულგარელ გენჩევს ჩამორჩა, რომელმაც 314 კგ მოაგროვა.
ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 7 ქართველ ძალოსანი იასპარეზებს, მათი გამოსვლის განრიგი ასეთია:
31 მაისი, 22:00 (73 კგ) – კახი ასანიძე
2 ივნისი, 19:00 (89 კგ) – რეზი დავითაძე
3 ივნისი, 22:00 (96 კგ) – ირაკლი გობეჯიშვილი
4 ივნისი, 16:00 (102 კგ) – ირაკლი ჩხეიძე
4 ივნისი, 19:00 (109 კგ) – გიორგი ჩხეიძე
4 ივნისი, 22:00 (87 კგ) – ანასტასია გოტფრიდი
5 ივნისი, 18:00 (+109 კგ) – ლაშა ტალახაძე
ყველა ახალი ამბავი
0