ვაშლის ძმრის აბაზანა ფეხებისთვის: რა პრობლემებს აგვარებს უმარტივესი მეთოდი

© Pixabay / ID 3220633ფეხების სპა-პროცედურა
ფეხების სპა-პროცედურა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
რეფლექსოლოგიის ჩინური სისტემის მიხედვით, ადამიანის ფეხებზე ბუნებრივი ენერგეტიკული ზონები არსებობს, რომელთაგან თითოეული კონკრეტულ ორგანოს უკავშირდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გაიწმინდოთ ორგანიზმი, მოიცილოთ ტოქსინები და გაიუმჯობესოთ ზოგადი ჯანმრთელობა.
ვაშლის ძმარი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, რომლებიც ანადგურებს ბაქტერიებსა და მიკრობებს. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი საშუალება ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის მოსაგვარებლად: აქრობს სუნს, მკურნალობს სოკოვან ინფექციებს, არბილებს კანს, აუმჯობესებს კანის ხარისხს და სხვ.
ვაშლის ძმრის აბაზანები დიდი ხანია გამოიყენება წონის დასაკლებად, საჭმლის მონელების პრობლემების მოსახსნელად, რესპირატორული პრობლემების მოსახსნელად და კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პროცედურაა ფეხების აბაზანა ვაშლის ძმრით.
აბაზანის გასაკეთებლად საჭიროა:
გაათბოთ წყალი, ჩაასხათ ის ვარცლში და ჩააწყოთ შიგ ფეხები.
შემდეგ ჩაამატეთ წყალში ერთი ჭიქა ვაშლის ძმარი და რამდენიმე წვეთი რომელიმე ეთერზეთი, მაგალითად, ლავანდა.
გააჩერეთ ფეხები ამ ნარევში 30 წუთის განმავლობაში.
ჩაატარეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ და ნახავთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც გაგიუმჯობესდებათ.
გარდა ამისა, ვაშლის ძმრის მეშვეობით შესაძლებელია ქუსლებიდან გაქერქებული კანის მოშორებაც.
ამისათვის: შეურიეთ წყალი და ვაშლის ძმარი ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით და გააჩერეთ ფეხები ხსნარში 45 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ჩამოიხეხეთ ქუსლები პემზით.
ყველა ახალი ამბავი
0