თბილისში ერთმანეთს ველოსიპედისტი და ბაიკერი შეეჯახნენ: დაიღუპა ერთი ადამიანი

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
ბაიკერი, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა სანაპიროზე ველოსიპედისტისა და მოტოციკლის მძღოლის შეჯახების შედეგად.
ტელეარხ „მთავარის“ ინფორმაციით, ველოსიპედით მოძრავმა ახალგაზრდამ გზა ჩაუჭრა ბაიკერს, რომელმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ჯერ ველოსიპედს შეეჯახა, შემდეგ კი ხეს. ბაიკერი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აღნიშნული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0