საქართველოში მყოფი ყაზახეთის მოქალაქეები რეფერენდუმში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ

© photo: Sputnik / Артур Лебедев / გადასვლა მედიაბანკშიყაზახეთის დროშა
ყაზახეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
რესპუბლიკური რეფერენდუმი ყაზახეთის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების საკითხზე 5 ივნისს გაიმართება.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ყაზახეთის მოქალაქეები საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ხმის მიცემას თბილისში, ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში გახსნილ საუბნო კომისიაში შეძლებენ, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ყაზახეთის საელჩოში.
რესპუბლიკური რეფერენდუმი ყაზახეთის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების საკითხზე გაიმართება 5 ივნისს, 277-ე საარჩევნო უბანზე, რომელიც 7:00-დან 20:00 საათამდე საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობაში იმუშავებს.
„საქართველოში ბევრი ყაზახეთის მოქალაქეა. მუდმივ აღრიცხვაზე გვყავს 82 ადამიანი, ისინი ძირითადად საქართველოში მოქმედი ყაზახური ფირმებისა და კომპანიების თანამშრომლები არიან. უბანი თბილისში დილის შვიდ საათზე გაიხსნება, ყველას გელოდებით", – განაცხადა საელჩოს თანამშრომელმა.
ყაზახეთის ყველა მოქალაქეს, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა და აქვს აქტიური საარჩევნო უფლება, რეფერენდუმში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება აქვს.
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოკაევი 29 აპრილს ყაზახეთის სახალხო ასამბლეის სესიაზე გამოვიდა წინადადებით, საყოველთაო რეფერენდუმზე გავიდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხი, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მოდერნიზებასა და დემოკრატიზაციას.
ყველა ახალი ამბავი
0