მოზარდის დაჭრისთვის სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
დაჭრილი არასრულწლოვანი „ამტელ ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 16 წლის მოზარდი თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ თბილისში, სამგორის რაიონში მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 16 წლის ბრალდებულმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა თანატოლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში „ცხელ კვალზე“ დააკავა.
დაჭრილი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
„სისხლის ბევრი დანაკარგი ჰქონდა. გაუკეთდა ოპერაცია. შეჩერდა სისხლდენა და ვნახოთ, როგორ იქნება", – განაცხადა გუშინ კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის გამგემ მერაბ ჯოხარიძემ.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0