კვლევა: როგორ ნერგავენ ქართული საწარმოები ინოვაციებს წარმოებაში

© Government of Georgiaმზის პანელების ქარხანა ქუთაისში
მზის პანელების ქარხანა ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიის შეფასებისას საწარმოების 43,1% დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მაღალ ხარისხზე ორიენტაციას.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს საწარმოების 6,4%-მა 2021 წლის განმავლობაში ბაზარზე ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი შემოიტანა, ხოლო 5,4%-მა დანერგა ახალი ან გაუმჯობესებული მომსახურება, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ კვლევაში.
უწყების ინფორმაციით, ინოვაციები საქონელსა და მომსახურებაში საწარმოებმა დამოუკიდებლად შეიმუშავეს (68,7% და 73,5%, შესაბამისად). სხვა შემთხვევებში მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოების ან დაწესებულებებისგან.

გამოყენებული სიახლეებიდან 60,6% ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 39,4% – ბაზრისთვის, ნათქვამია კვლევაში.

ბიზნეს-პროცესების ახალი ან გაუმჯობესებული ინოვაციების 79,9% შეიმუშავეს უშუალოდ საწარმოებმა, 20,6% – სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად.
ასევე 18,9% მოდის საქონლის/მომსახურების ადაპტაცია–მოდიფიკაციაზე, რომლებიც სხვა საწარმოებმა ან დაწესებულებებმა შეიმუშავეს, ხოლო 17,6% – სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებულის დანერგვაზე.
ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიის შეფასებისას საწარმოების 43,1% დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მაღალ ხარისხზე ორიენტაციას, ხოლო 32,3% – არსებული საქონლისა და მომსახურების გაუმჯობესებას.
ბიზნეს-გარემოს შეფასებისას ძირითადი პრობლემა იყო ფასების ზრდა საქონელსა და მომსახურებაზე, რაც კლიენტების დაკარგვას იწვევს.
გამოკითხვის თანახმად, საწარმოების 0,9%-მა შეიძინა ან მიიღო პატენტი ან სხვა ლიცენზია ინტელექტუალურ საკუთრებაზე (IPR), აქედან 50,8% შეძენილი ან მიღებული იყო მხოლოდ კერძო საწარმოების ან კერძო პირებისგან.
კლიმატის ცვლილებების შედეგების გავლენის შეფასებისას საწარმოების 41,5%-მა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ კლიმატის ცვლილება ნედლეულზე ხარჯის ან ფასების ზრდას იწვევს.
ყველა ახალი ამბავი
0