https://sputnik-georgia.com/20220531/ra-ganixiles-tbilissi-irakli-raribasvilma-da-somxetis-prezidentma-267033262.html
რა განიხილეს თბილისში ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა
რა განიხილეს თბილისში ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა
Sputnik საქართველო
მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე ენერგეტიკის, ვაჭრობის, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით.
2022-05-31T23:15+0400
2022-05-31T23:15+0400
2022-05-31T23:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267025355_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_f97b4ddd4b73f33dded000f0c0b2d627.jpg
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. იგი თბილისს 30 მაისს ეწვია. სომხეთის პრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას. სომხეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამშვიდობო დიალოგის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე ენერგეტიკის, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. აღინიშნა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 170,49 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია.პრემიერმა და პრეზიდენტმა ხაზი გაუსვეს, რომ სომხეთსა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის გაზრდის კიდევ მეტი შესაძლებლობები აქვთ.საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267025355_0:0:1105:829_1920x0_80_0_0_d67b61be48f7bca55637c00285fd706a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ს თბილისი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთი პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი
ს თბილისი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთი პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი
რა განიხილეს თბილისში ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა
23:15 31.05.2022 (განახლებულია: 23:53 31.05.2022) მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე ენერგეტიკის, ვაჭრობის, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. იგი თბილისს 30 მაისს ეწვია. სომხეთის პრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.
მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები. საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას", რომელიც სამ ქვეყანას შორის დიალოგის ფორმატის შექმნას ითვალისწინებს.
აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას. სომხეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამშვიდობო დიალოგის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე ენერგეტიკის, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. აღინიშნა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 170,49 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია.
პრემიერმა და პრეზიდენტმა ხაზი გაუსვეს, რომ სომხეთსა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის გაზრდის კიდევ მეტი შესაძლებლობები აქვთ.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.
30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.