მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„არ გავალთ, თუნდაც მოგვთხოვონ“: იაპონია ნავთობ-გაზის პროექტის დატოვებას არ აპირებს

CC BY 2.0 / Stefan Laketa / Japanese flagიაპონიის დროშა
იაპონიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
თბილისი, 31 მაისი − Sputnik. იაპონია არ აპირებს ნავთობ-გაზის პროექტ „სახალინი2“-დან გასვლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ასეთი ნაბიჯის გადადგმას მოსთხოვენ, განაცხადა ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას.

„სახალინი-2“ არის აქტივი, რომლისთვისაც ჩვენმა წინამორბედებმა ბევრი იშრომეს. მიწის მფლობელი შეიძლება იყოს რუსეთი, მაგრამ იჯარის უფლება, გათხევადებისა და ტრანსპორტირების აღჭურვილობა იაპონიის მთავრობასა და იაპონურ კომპანიებს ეკუთვნის. ჩვენ არ ვაპირებთ [პროექტის] დატოვებას, თუნდაც მოგვთხოვონ ეს“, − აღნიშნა ჰაგიუდამ.

მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ასევე განაცხადა, რომ იაპონია არ გავა პროექტ „სახალინი-2“-დან, და ეს იმით ახსნა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„სახალინი-2“ არის ნავთობ-გაზის პროექტი, რომლის მთავარი ოპერატორია Sakhalin Energy. საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის „გაზპრომს“, ხოლო იაპონური ენერგეტიკული კომპანიები Mitsui და Mitsubishi ერთად აქციების 20%-ზე მეტს ფლობენ. „სახალინი-2“ წელიწადში 10 მილიონ ტონა გათხევადებულ გაზს აწარმოებს, რომლის 60%-ს იაპონია მოიხმარს.
ყველა ახალი ამბავი
0