Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ღამე ბავშვს მივუწვებოდი და უმიზეზოდ მეტირებოდა...“ - რა შეემთხვა მარიტა მელიქიშვილს?

© courtesy of Giorgi Gasvianiგიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი
გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა.
ტელეწამყვანისა და მსახიობის გიორგი გასვიანის მეუღლე მარიტა მელიქიშვილი ჰყვება, თუ როგორ დაეხმარა მეუღლე მშობიარობის შემდეგ სირთულეებთან გამკლავებაში.
გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
ყვითელი ამბები
„მაძლევენ შენიშვნებს...“ - როგორი დედაა მარიტა მელიქიშვილი
როგორც მარიტა ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, ორსულობის ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ინფორმაცია ხვდებოდა მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან დაკავშირებით და ნელ-ნელა ამ თემამ „ჩაითრია“.

„ბევრი რამ წავიკითხე, ინფორმაციულად უკვე მზად ვიყავი, მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი. მე ახალ რეალობას შევეჯახე და უსუსური აღმოვჩნდი. მივხვდი, რომ დეპრესია მქონდა. ღამე ბავშვს რომ ეძინა, გვერდზე მივუწვებოდი და უმიზეზოდ მეტირებოდა. გალას ვუყურებდი და თავში ათასი სულელური აზრი მიტრიალებდა. გაღიზიანებულიც ვიყავი, ხასიათი უცებ მეცვლებოდა, ვწვებოდი, მაგრამ ვერ ვიძინებდი, რადგან სულ ვშფოთავდი. ყველაფერზე გამძაფრებული რეაქცია მქონდა. გიორგი რომ შემომხედავდა, მაშინვე ხვდებოდა, როგორ განწყობაზეც ვიყავი, ჩამეხუტებოდა, გამამხნევებდა და მერე მასთან ერთად ყველაფერი მიმარტივდებოდა“, – ამბობს მარიტა.

მისი თქმით, ეს მსუბუქი ფორმით ახლაც გრძელდება, მაგრამ უკვე აღარ ეტირება და, რაც მთავარია, შვილის მიმართ უზარმაზარ სიყვარულს გრძნობს, რაც მანამდე ძალიან უჭირდა.
ყველა ახალი ამბავი
0