Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ამის გამო ხშირად ვჩხუბობთ“ - ბათუმელი მოდელი ქმარზე საუბრობს

© courtesy of Lorena Zoidzeგივი ტაბაღუა და ლორენა ზოიძე
გივი ტაბაღუა და ლორენა ზოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
ბათუმელი მოდელი ლორენა ზოიძე, რომელმაც გასულ წელს შეყვარებულთან გივი ტაბაღუასთან ხელი მოაწერა, თუმცა ქორწილი პანდემიის გამო ამ დრომდე ვერ შედგა, ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ შვილს ელოდება.
ახლახან წყვილი პარიზიდან დაბრუნდა, თუმცა საქორწინო მოგზაურობას კუნძულზე აპირებენ. ლორენა აღნიშნავს, რომ თავად მეუღლეზე ბევრად მარტივად ემზადება სახლიდან გასასვლელად.

„რაც შეეხება იმას, რომ გოგონები ბიჭებს ღლიან შოპინგის დროს, ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა: ჩემს ქმარს ყოველთვის მე ველოდები შოპინგის დროსაც და სახლიდან გამოსვლისასაც. სადმე რომ მივდივართ, მე უცებ ვემზადები და მერე ვდგავარ და ორი საათი მას ველოდები. გოგონებმა რომ იციან ტანსაცმლის ათასჯერ გამოცვლა, ასე იცვლის და ამ ამბავში როლები გვაქვს გაცვლილი, რის გამოც ხშირად ვჩხუბობთ“, – აცხადებს მოდელი.

ყველა ახალი ამბავი
0