https://sputnik-georgia.com/20220531/kulumbegovi-semodgomidan-koronavirusis-semtxvevebis-zrdis-riskia-267021441.html
კულუმბეგოვი: შემოდგომიდან კორონავირუსის შემთხვევების ზრდის რისკი არსებობს
კულუმბეგოვი: შემოდგომიდან კორონავირუსის შემთხვევების ზრდის რისკი არსებობს
Sputnik საქართველო
კორონავირუსული ინფექცია, რომელსაც მოგვიანებით COVID-19 ეწოდა, პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა ცენტრალურ ჩინეთში. 31.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-31T17:36+0400
2022-05-31T17:36+0400
2023-08-17T18:17+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265452626_0:0:3151:1773_1920x0_80_0_0_a87c75142b45b0082cacf8e89cd9d76b.jpg
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. არსებობს გარკვეული რისკი, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში დაიწყოს კორონავირუსის შემთხვევების მატება. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) იღებს, თუმცა, მეცნიერული და ეპიდემიოლოგიური საფუძვლებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული ვერ იქნება.„მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექცია გარკვეულწილად ზოგიერთ ქვეყანაში დაღმავალი და სტაბილურია, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, მაინც არსებობს გარკვეული რისკი, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში დაიწყოს შემთხვევების მატება”, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა.კულუმბეგოვმა განმარტა, რომ დღეს მსოფლიოში „ომიკრონის“ ქვევარიანტები ცირკულირებს, რაც ჯერ კიდევ აჩენს ინფექციის მასშტაბურად გავრცელების საფრთხეს.საქართველოში ბოლო კვირაში (23–29 მაისი) კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.657.729 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1.640.288 ადამიანი, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა 16.828 ადამიანი.კორონავირუსული ინფექცია, რომელსაც მოგვიანებით COVID-19 ეწოდა, პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა ცენტრალურ ჩინეთში. 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ის პანდემიად გამოაცხადა.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/17/265452626_420:0:3151:2048_1920x0_80_0_0_d0f8249c5853f765c27f96bf7affe175.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, covid-19
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, covid-19
კულუმბეგოვი: შემოდგომიდან კორონავირუსის შემთხვევების ზრდის რისკი არსებობს
17:36 31.05.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) კორონავირუსული ინფექცია, რომელსაც მოგვიანებით COVID-19 ეწოდა, პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა ცენტრალურ ჩინეთში.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. არსებობს გარკვეული რისკი, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში დაიწყოს კორონავირუსის შემთხვევების მატება. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.
როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) იღებს, თუმცა, მეცნიერული და ეპიდემიოლოგიური საფუძვლებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული ვერ იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექცია გარკვეულწილად ზოგიერთ ქვეყანაში დაღმავალი და სტაბილურია, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, მაინც არსებობს გარკვეული რისკი, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში დაიწყოს შემთხვევების მატება”, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა.
კულუმბეგოვმა განმარტა, რომ დღეს მსოფლიოში „ომიკრონის“ ქვევარიანტები ცირკულირებს, რაც ჯერ კიდევ აჩენს ინფექციის მასშტაბურად გავრცელების საფრთხეს.
„BA2 ქვევარიანტი გახდა დომინანტური შტამი ამერიკაში. ყველა რისკის გათვალისწინებით, შესაძლოა, ინფექციის გავრცელებამ დიდ მასშტაბებს მიაღწიოს შემოდგომის პერიოდში. ასე რომ, ჯერჯერობით იმის თქმის შესაძლებლობა, რომ პანდემია დასრულებულია და ჩვენ მშვიდად ვიგრძნოთ თავი, არ გვაქვს“, – აღნიშნა მან.
საქართველოში ბოლო კვირაში (23–29 მაისი) კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.657.729 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1.640.288 ადამიანი, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა 16.828 ადამიანი.
კორონავირუსული ინფექცია, რომელსაც მოგვიანებით COVID-19 ეწოდა, პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა ცენტრალურ ჩინეთში. 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ის პანდემიად გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.