https://sputnik-georgia.com/20220531/komerciuli-momxmareblebistvis-gazis-tarifi-zvirdeba-267022050.html
კომერციული მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი ძვირდება
კომერციული მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი ძვირდება
Sputnik საქართველო
20.000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი 1 ივლისიდან ერთ კუბურ მეტრ გაზში 25 თეთრით მეტს გადაიხდის. 31.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-31T17:12+0400
2022-05-31T17:12+0400
2022-05-31T22:35+0400
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/13/251220181_0:191:2048:1343_1920x0_80_0_0_2393bdbf5eae4cf9568c303f8a1e383e.jpg
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. შპს „თბილისი ენერჯის“ კომერციული მომხმარებლებისთვის 2022 წლის 1 ივლისიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება იცვლება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1,35 ლარის ოდენობით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. 2021 წლის იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები, პურის საწარმოების გარდა, კუბურ მეტრ მოხმარებულ ბუნებრივ აირში 1,10 ლარს იხდიან, პურის მწარმოებლებისთვის კი გაზის ტარიფი 0,86 ლარია.„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიც ემსახურება თითქმის ნახევარ მილიონ აბონენტს, მათ შორის 20.000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს.როგორც კომპანიაში განმარტავენ, „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს. შესაბამისად, მომწოდებლების მიერ ფასის კორექტირება აუცილებლად ახდენს გავლენას ტარიფზე.იმის გათვალისწინებით, რომ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის შესასყიდი ფასი 2022 წლის 1 ივლისიდან შპს „თბილისი ენერჯისთვის“ კვლავ იზრდება, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ფასი დააკორექტიროს, რათა არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგება, განმარტავენ კომპანიაში.„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, მიუხედავად მატებისა, „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ყველაზე დაბალი იქნება ქვეყნის მასშტაბით.კომპანიაში დასძენენ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/13/251220181_1:0:2046:1534_1920x0_80_0_0_db190c2977e67b54ed957b8e5e752718.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კომერციული მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი ძვირდება
17:12 31.05.2022 (განახლებულია: 22:35 31.05.2022) 20.000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი 1 ივლისიდან ერთ კუბურ მეტრ გაზში 25 თეთრით მეტს გადაიხდის.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. შპს „თბილისი ენერჯის“ კომერციული მომხმარებლებისთვის 2022 წლის 1 ივლისიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება იცვლება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1,35 ლარის ოდენობით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. 2021 წლის იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები, პურის საწარმოების გარდა, კუბურ მეტრ მოხმარებულ ბუნებრივ აირში 1,10 ლარს იხდიან, პურის მწარმოებლებისთვის კი გაზის ტარიფი 0,86 ლარია.
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიც ემსახურება თითქმის ნახევარ მილიონ აბონენტს, მათ შორის 20.000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს. შესაბამისად, მომწოდებლების მიერ ფასის კორექტირება აუცილებლად ახდენს გავლენას ტარიფზე.
„ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა და ზრდის ტენდეცია დღემდე შენარჩუნებულია. მიუხედავად ამისა, ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის „თბილისი ენერჯი“ დღემდე ცდილობდა საკუთარი რესურსებით დაებალანსებინა ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილი სხვაობა, რათა თავიდან აერიდებინა ტარიფის გაზრდა“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
იმის გათვალისწინებით, რომ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის შესასყიდი ფასი 2022 წლის 1 ივლისიდან შპს „თბილისი ენერჯისთვის“ კვლავ იზრდება, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ფასი დააკორექტიროს, რათა არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგება, განმარტავენ კომპანიაში.
„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, მიუხედავად მატებისა, „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ყველაზე დაბალი იქნება ქვეყნის მასშტაბით.
კომპანიაში დასძენენ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის.