ბათუმის მიმართულებით რკინიგზის დამატებითი რეისი დაინიშნა

© photo: Sputnikორსართულიანი მატარებელი
ორსართულიანი მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
დამატებითი რეისი გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო დაინიშნა.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო „საქართველოს რკინიგზამ“ 1 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
კერძოდ, 1 ივნისს დამატებითი მატარებელი თბილისიდან 09:55 საათზე გავა და ბათუმში 15:49 საათზე ჩავა. ეს რეისი ბათუმიდან 19:55 საათზე გამოვა, ხოლო თბილისში 01:48 საათზე ჩამოვა.
მგზავრებს მატარებლების მოძრაობის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ „საქართველოს რკინიგზის“ ვებ-გვერდზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, „საქართველოს რკინიგზის" სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0