https://sputnik-georgia.com/20220530/wizz-air-ma-qutaisidan-barselonis-reisi-gaauqma-266992952.html
WizzAir-მა ბარსელონის რეისი გააუქმა
WizzAir-მა ბარსელონის რეისი გააუქმა
Sputnik საქართველო
გაუთვალისწინებელი შემთხვევის მიუხედავად, ყველა მგზავრს დახმარება დროულად და სწრაფად გაეწია, მათ ასევე მიიღეს კომპენსაციაც, განაცხადეს ავიაკომპანიაში.
2022-05-30T18:57+0400
2022-05-30T18:57+0400
2022-05-30T22:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_0:321:3070:2048_1920x0_80_0_0_a00b4c85db9611c8bf1f26f09980686b.jpg
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. უნგრულმა ლოუკოსტერმა WIzzAir-მა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო 30 მაისს დაგეგმილი ქუთაისი–ბარსელონა–ქუთაისის რეისი გააუქმა.ავიაგადამზიდავმა რეისი წინა კვირასაც გააუქმა. თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო ქუთაისი–მილანი–ქუთაისის რეისი არ შედგა. კომპანიას მაშინ კომენტარი არ გაუკეთებია.მეტი კომფორტისთვის მგზავრებს ასევე მიეცათ საშუალება შეეცვალათ ბილეთები მათთვის მისაღებ რეისებზე და მიმართულებებზე.WizzAir-ში აცხადებენ, რომ მგზავრების უსაფრთხოება ავიაკომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.გარდა ამისა, კომპანიაში აღნიშნეს, რომ მიუხედავად გაუთვალისწინებელი შემთხვევისა, ყველა მგზავრმა კომპენსაცია დროულად მიიღო.ამ დროისთვის WizzAir ახორციელებს რეგულარულ პირდაპირ რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან 19 მიმართულებით (11 ქვეყანაში).ავიაკომპანია WizzAir საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც მილიონობით მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500294_237:0:2968:2048_1920x0_80_0_0_44254c94559e64241f6ac1fc64fa8eda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
wizz air ქუთაისი აეროპორტი ბარსელონა რეისი გაუქმება
wizz air ქუთაისი აეროპორტი ბარსელონა რეისი გაუქმება
WizzAir-მა ბარსელონის რეისი გააუქმა
18:57 30.05.2022 (განახლებულია: 22:55 30.05.2022) გაუთვალისწინებელი შემთხვევის მიუხედავად, ყველა მგზავრს დახმარება დროულად და სწრაფად გაეწია, მათ ასევე მიიღეს კომპენსაციაც, განაცხადეს ავიაკომპანიაში.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. უნგრულმა ლოუკოსტერმა WIzzAir-მა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო 30 მაისს დაგეგმილი ქუთაისი–ბარსელონა–ქუთაისის რეისი გააუქმა.
ავიაგადამზიდავმა რეისი წინა კვირასაც გააუქმა. თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო ქუთაისი–მილანი–ქუთაისის რეისი არ შედგა. კომპანიას მაშინ კომენტარი არ გაუკეთებია.
„დღეს, 30 მაისს გაუქმებულია რეისები ქუთაისი–ბარსელონა და ბარსელონა–ქუთაისის მიმართულებით. ფრენების გაუქმების მიზეზი თვითმფრინავის გაუთვალისწინებელი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ყველა მგზავრმა ადგილზე მიიღო საჭირო დახმარება და ადგილზე უფასო განთავსება“, – ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
მეტი კომფორტისთვის მგზავრებს ასევე მიეცათ საშუალება შეეცვალათ ბილეთები მათთვის მისაღებ რეისებზე და მიმართულებებზე.
WizzAir-ში აცხადებენ, რომ მგზავრების უსაფრთხოება ავიაკომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, კომპანიაში აღნიშნეს, რომ მიუხედავად გაუთვალისწინებელი შემთხვევისა, ყველა მგზავრმა კომპენსაცია დროულად მიიღო.
ამ დროისთვის WizzAir ახორციელებს რეგულარულ პირდაპირ რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან 19 მიმართულებით (11 ქვეყანაში).
ავიაკომპანია WizzAir საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც მილიონობით მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო.