https://sputnik-georgia.com/20220530/tbilisi-da-buqaresti-dazmobildnen-266982419.html
თბილისს უკვე 22-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს
თბილისს უკვე 22-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს
Sputnik საქართველო
დღეს ბუქარესტში, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში საზეიმოდ გაიხსნება შოთა რუსთაველის ბიუსტი. 30.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-30T14:42+0400
2022-05-30T14:42+0400
2022-05-30T19:35+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
რუმინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22797/07/227970758_0:239:2793:1810_1920x0_80_0_0_a45b2ed6ddb1f6928371011ed4478d14.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი თბილისის დაძმობილებული ქალაქი გახდა.ბუქარესტში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან ერთად ხელი მოაწერა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას.მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები და სხვ.კახა კალაძისა და ნიკუშორ დანის ორმხრივ შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ როგორც თბილისში, ასევე ბუქარესტში გაიხსნას შესაბამისი ქალაქების სახელობის სკვერები ან მათი სახელები მიენიჭოს რომელიმე ქუჩას.ბუქარესტის მერმა იმედი გამოთქვა, რომ დაძმობილების ხელშეკრულების გაფორმება ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.თბილისის მერი კახა კალაძე რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ვიზიტს 30-31 მაისს ატარებს. თბილისის მერთან ერთად დელეგაციაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები იმყოფებიან.დაძმობილების/პარტნიორობის ხელშეკრულებით ქალაქები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, საერთო პროექტებსა და პროგრამებს განახორციელებენ, ასევე საერთო შეხვედრებსა და ღონისძიებებს გამართავენ გარკვეულ, ხელშეკრულებით გაწერილ სფეროებში, გაცვლიან დელეგაციებს ამ თანამშრომლობის ფარგლებში და, ზოგ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზზე მხარს დაუჭერენ ერთმანეთს.დაძმობილების ხელშეკრულება ფორმდება უვადოდ, ერთი ქვეყნის მხოლოდ ერთ ქალაქთან.
საქართველო
რუმინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22797/07/227970758_31:0:2762:2048_1920x0_80_0_0_540b4474ece44a50d3e9d42dfea6113e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, რუმინეთი
თბილისი დღეს, თბილისის მერია, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, რუმინეთი
თბილისს უკვე 22-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს
14:42 30.05.2022 (განახლებულია: 19:35 30.05.2022) დღეს ბუქარესტში, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში საზეიმოდ გაიხსნება შოთა რუსთაველის ბიუსტი.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი თბილისის დაძმობილებული ქალაქი გახდა.
ბუქარესტში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან ერთად ხელი მოაწერა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას.
მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები და სხვ.
კახა კალაძისა და ნიკუშორ დანის ორმხრივ შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ როგორც თბილისში, ასევე ბუქარესტში გაიხსნას შესაბამისი ქალაქების სახელობის სკვერები ან მათი სახელები მიენიჭოს რომელიმე ქუჩას.
„მიმაჩნია, რომ დაძმობილების ფარგლებში გვაქვს იმის რესურსი, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ და ის გამოცდილება, რომელიც ბუქარესტს გააჩნია, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ურბანული განვითარების თვალსაზრისით, გაზიარებულ იქნას", – განაცხადა კახა კალაძემ.
ბუქარესტის მერმა იმედი გამოთქვა, რომ დაძმობილების ხელშეკრულების გაფორმება ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
თბილისის მერი კახა კალაძე რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ვიზიტს 30-31 მაისს ატარებს. თბილისის მერთან ერთად დელეგაციაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები იმყოფებიან.
დაძმობილების/პარტნიორობის ხელშეკრულებით ქალაქები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, საერთო პროექტებსა და პროგრამებს განახორციელებენ, ასევე საერთო შეხვედრებსა და ღონისძიებებს გამართავენ გარკვეულ, ხელშეკრულებით გაწერილ სფეროებში, გაცვლიან დელეგაციებს ამ თანამშრომლობის ფარგლებში და, ზოგ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზზე მხარს დაუჭერენ ერთმანეთს.
დაძმობილების ხელშეკრულება ფორმდება უვადოდ, ერთი ქვეყნის მხოლოდ ერთ ქალაქთან.