https://sputnik-georgia.com/20220530/tavdasxma-jokondaze-266976151.html
თავდასხმა „ჯოკონდაზე“: ქალად გადაცმულმა მამაკაცმა შედევრს ტორტი ესროლა - ვიდეო
თავდასხმა „ჯოკონდაზე“: ქალად გადაცმულმა მამაკაცმა შედევრს ტორტი ესროლა - ვიდეო
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. კვირა საღამოს ასაკოვან ქალბატონად გადაცმული მამაკაცი, რომელიც პარიზის ლუვრში ინვალიდის ეტლით მივიდა, ლეონარდო და ვინჩის ცნობილ... 30.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-30T11:25+0400
2022-05-30T11:25+0400
2022-05-30T16:41+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
საფრანგეთი
შემთხვევები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1e/266976121_297:270:2497:1507_1920x0_80_0_0_4b77ac6eef22f8cfefd9adc7b5bca28d.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. კვირა საღამოს ასაკოვან ქალბატონად გადაცმული მამაკაცი, რომელიც პარიზის ლუვრში ინვალიდის ეტლით მივიდა, ლეონარდო და ვინჩის ცნობილ შედევრს „მონა ლიზას“ დაესხა თავს, იუწყება Daily Wire.გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც თავზე პარიკი ეხურა, ხელოვნების შეუფასებელ ნიმუშს მიუახლოვდა და ტორტი ესროლა, შემდეგ კი ტყვიაგაუმტარი დამცავი მინის გატეხვა სცადა.ინციდენტის ამსახველი ვიდეო ერთ-ერთმა თვითმხილველმა Twitter-ზე გამოაქვეყნა და კომენტარიც დაურთო:როგორც გამოცემა წერს, მამაკაცს ამ აქტით სურდა საზოგადოების ყურადღება ეკოლოგიურ პრობლემებზე გაემახვილებინა. თავდასხმის დროს ის ხალხს „პლანეტის დაცვისკენ“ მოუწოდებდა.საბედნიეროდ, ვანდალმა შედევრის დაზიანება ვერ მოახერხა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინციდენტი „მონა ლიზასთან“ დაკავშირებით 2009 წელსაც მოხდა, როდესაც რუსეთის მოქალაქე ქალმა და ვინჩის ტილოს ჩაით სავსე ფინჯანი ესროლა. როგორც მან მოგვიანებით განმარტა, გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი უთხრეს.wyaro: Daily Wire
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1e/266976121_56:0:2785:2047_1920x0_80_0_0_662a19ddafab34679e0bfaab6f0dd9e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, საფრანგეთი , შემთხვევები
თავდასხმა „ჯოკონდაზე“: ქალად გადაცმულმა მამაკაცმა შედევრს ტორტი ესროლა - ვიდეო
11:25 30.05.2022 (განახლებულია: 16:41 30.05.2022) თბილისი, 30 მაისი — Sputnik. კვირა საღამოს ასაკოვან ქალბატონად გადაცმული მამაკაცი, რომელიც პარიზის ლუვრში ინვალიდის ეტლით მივიდა, ლეონარდო და ვინჩის ცნობილ შედევრს „მონა ლიზას“ დაესხა თავს, იუწყება Daily Wire.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც თავზე პარიკი ეხურა, ხელოვნების შეუფასებელ ნიმუშს მიუახლოვდა და ტორტი ესროლა, შემდეგ კი ტყვიაგაუმტარი დამცავი მინის გატეხვა სცადა.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო ერთ-ერთმა თვითმხილველმა
Twitter-ზე გამოაქვეყნა და კომენტარიც დაურთო:
„ქალად გადაცმული მამაკაცი ინვალიდის ეტლიდან წამოხტა და მონა ლიზას ტყვიაგაუმტარი მინის გატეხვა სცადა. შემდეგ კი ტორტით დაიწყო მისი დათხუპვნა და თან ვარდებს აქეთ-იქით ყრიდა, სანამ დაცვამ არ დააკავა“.
როგორც გამოცემა წერს, მამაკაცს ამ აქტით სურდა საზოგადოების ყურადღება ეკოლოგიურ პრობლემებზე გაემახვილებინა. თავდასხმის დროს ის ხალხს „პლანეტის დაცვისკენ“ მოუწოდებდა.
საბედნიეროდ, ვანდალმა შედევრის დაზიანება ვერ მოახერხა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინციდენტი „მონა ლიზასთან“ დაკავშირებით 2009 წელსაც მოხდა, როდესაც რუსეთის მოქალაქე ქალმა და ვინჩის ტილოს ჩაით სავსე ფინჯანი ესროლა. როგორც მან მოგვიანებით განმარტა, გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი უთხრეს.