მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნატო ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთს სტატუსს შეუცვლის

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში რუსეთი არ იქნება მითითებული როგორც ალიანსის პარტნიორი, განაცხადა იტალიის ელჩმა ნატოში ფრანჩესკო მარია ტალომ იტალიურ სააგენტო ANSA-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ახალ სტრატეგიაში შევა ჩინეთი, რომელიც ალიანსის „ინტერესთა ზონას ეკუთვნის“.

„ჩვენ დავაკორექტირებთ რუსეთის სტატუსს, რომელიც წინა დოკუმენტში პარტნიორად მიიჩნეოდა, და ჩავრთავთ მასში ჩინეთს“, — თქვა ტალომ.

ამასთან ტალომ აღნიშნა, რომ ნატოს არ სურს და არც იქნება „გლობალური პოლიციელი“, მაგრამ ჩინეთი „თავისი ზრდით სრულად შედის მათი ინტერესების ზონაში და უბიძგებს ნატოს დამანგრეველი შედეგების შეფასებისკენ, განსაკუთრებით, ტექნოლოგიურ სფეროში“.
„ახლა 30 მოკავშირე, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებით არიან შეკრული, შეეჯახნენ მზარდ ზესახელმწიფოს, რომელსაც მიზნად ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს დასახული. ეს კი არადემოკრატიულია“, — განაცხადა ტალომ.
მანამდე რუსეთის სტატუსის შეცვლაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა. მისი თქმით, კონცეფცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სამხედრო პოზიციების გაძლიერებას „უფრო აგრესიული“ მოსკოვის წინააღმდეგ. ნატოს ამჟამად მოქმედი სტრატეგიული კონცეფცია 2010 წელს დამტკიცდა და რუსეთი მასში ალიანსის პარტნიორადაა მოხსენებული.
წყარო: ANSA
ყველა ახალი ამბავი
0