https://sputnik-georgia.com/20220530/poeti-davit-marraze-italiasi-daajildoves-266996616.html
პოეტი დავით მაღრაძე იტალიაში დააჯილდოვეს
პოეტი დავით მაღრაძე იტალიაში დააჯილდოვეს
Sputnik საქართველო
ჟურნალის მთავარი პრიზი „ჩვენი დროის პოეზიისთვის“ პოეტს ბორგომანეროში გადაეცემა
2022-05-30T20:59+0400
2022-05-30T20:59+0400
2022-05-30T23:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1e/266991701_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_d5e6c942ddcf0c942eb910f8def84e61.jpg
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ცნობილი ქართველი პოეტი, სახელმწიფო ჰიმნის ავტორი დავით მაღრაძე იტალიაში საერთაშორისო ჟურნალის Atelier-ის მთავარი პრემიით დააჯილდოვეს.ჟურნალი Atelier სამ თვეში ერთხელ გამოდის და თანამედროვე ლიტერატურას ეძღვნება. მას ორი რედაქცია აქვს: ერთი უშვებს ყოველკვარტალურ ბეჭდურ ჟურნალს, მეორე – ჟურნალის ელექტრონულ ვერსიას.ჟურნალის მთავარი პრიზი „ჩვენი დროის პოეზიისთვის“ პოეტს 28 მაისს ქალაქ ბორგომანეროში გადაეცა.ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე დავით მაღრაძე 1962 წელს თბილისში მწერალ და ლიტერატურათმცოდნე ელგუჯა მაღრაძის ოჯახში დაიბადა. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.მაღრაძის პოეტური დებიუტი 1980-იან წლებში შედგა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ქართული ლიტერატურული ჟურნალი „ცისკრის“ რედაქტორი იყო. 1992-1995 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს, 1999-2001 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატი. 1997-2010 წლებში – ქართული პენ-კლუბის პრეზიდენტი.დაჯილდოებულია რამდენიმე ქართული და საერთაშორისო ლიტერატურული პრემიით. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, თურქულ, რუსულ და სომხურ ენებზე. მაღრაძე ორჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1e/266991701_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_2dd144a559d385de86e9a25fdbdb5e20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოეტი დავით მაღრაძე იტალია დააჯილდოება
პოეტი დავით მაღრაძე იტალია დააჯილდოება
პოეტი დავით მაღრაძე იტალიაში დააჯილდოვეს
20:59 30.05.2022 (განახლებულია: 23:41 30.05.2022) ჟურნალის მთავარი პრიზი „ჩვენი დროის პოეზიისთვის“ პოეტს ქალაქ ბორგომანეროში გადაეცა.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ცნობილი ქართველი პოეტი, სახელმწიფო ჰიმნის ავტორი დავით მაღრაძე იტალიაში საერთაშორისო ჟურნალის Atelier-ის მთავარი პრემიით დააჯილდოვეს.
ჟურნალი
Atelier სამ თვეში ერთხელ გამოდის და თანამედროვე ლიტერატურას ეძღვნება. მას ორი რედაქცია აქვს: ერთი უშვებს ყოველკვარტალურ ბეჭდურ ჟურნალს, მეორე – ჟურნალის ელექტრონულ ვერსიას.
ჟურნალის მთავარი პრიზი „ჩვენი დროის პოეზიისთვის“ პოეტს 28 მაისს ქალაქ ბორგომანეროში გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ლაურეატის ლექსები წაიკითხა არა მხოლოდ ავტორმა, არამედ ცნობილმა იტალიელმა მსახიობმა ჯულიო გრეკომ. ინგლისურენოვანი თარგმანი ეკუთვნის გაბრიელ გრიფინს, იტალიური კი ნუნუ გელაძეს.
ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე დავით მაღრაძე 1962 წელს თბილისში მწერალ და ლიტერატურათმცოდნე ელგუჯა მაღრაძის ოჯახში დაიბადა. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
მაღრაძის პოეტური დებიუტი 1980-იან წლებში შედგა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ქართული ლიტერატურული ჟურნალი „ცისკრის“ რედაქტორი იყო. 1992-1995 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს, 1999-2001 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატი. 1997-2010 წლებში – ქართული პენ-კლუბის პრეზიდენტი.
დაჯილდოებულია რამდენიმე ქართული და საერთაშორისო ლიტერატურული პრემიით. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, თურქულ, რუსულ და სომხურ ენებზე. მაღრაძე ორჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.