ლავროვმა პუტინის ავადმყოფობაზე კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Pavel Bedniyakov / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ხმები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფრანგულ ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების საიტზე გამოქვეყნებული ინტერვიუდან ირკვევა, ლავროვმა ასე უპასუხა კორესპონდენტის კითხვას, არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ავად და ამასთან გაბრაზებულიც, რადგან მისი თავდაპირველი გეგმა უკრაინაში სპეცოპერაციის შესახებ არ განხორციელდა?
მინისტრის თქმით, გონიერ ადამიანებს შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ სახელმწიფოს მეთაური აბსოლუტურად ჯანმრთელია.

„პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველდღე ჩნდება საზოგადოების წინაშე. შეგიძლიათ ნახოთ ის ეკრანებზე, წაიკითხოთ და მოუსმინოთ მის გამოსვლებს. არა მგონია, რომ საღად მოაზროვნე ადამიანებმა მასში რაიმე სახის ავადმყოფობის ან სნეულების ნიშნები დაინახონ“, — აღნიშნა ლავროვმა.

დიპლომატმა გავრცელებული ხმები „მათ სინდისზე დატოვა, ვინც ამგვარ ჭორებს ავრცელებს“.
მანამდე დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინს მკურნალი ექიმები ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას ურჩევდნენ, რომელიც „განსაკუთრებულად სასწრაფოდ“ არ მიიჩნეოდა, თუმცა არც გადადება იყო სასურველი.
ყველა ახალი ამბავი
0