კრივი: ოთხი ქართველი ფინალში - საქართველოს ნაკრების წარმატება ევროპირველობაზე

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიკრივი
კრივი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების 10 მოკრივე მონაწილეობდა, აქედან ოთხმა სპორტსმენმა მედალი გაინაღდა.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კრივში საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი ფინალში გავიდა.
ამგვარი შედეგი ქართული კრივის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა. ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ სახილ ალახვერდოვი (48 კგ), არტიუშ გომციანი (60 კგ), ლაშა გურული (67 კგ) და გიორგი ყუშიტაშვილი (86 კგ).
ალახვერდოვს ფინალში ბულგარელ მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება, გომციანი ესპანელ მოკრივეს შეხვდება, ლაშა გურული ოქროს მედლისთვის სერბ სპორტსმენთან იბრძოლებს, ხოლო ყუშიტაშვილი ადგილობრივ მოკრივესთან მოსინჯავს ძალებს. ფინალური ორთაბრძოლები დღეს, 30 მაისს გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ერევანში 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ევროპირველობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ნოდარ დარბაიძე (51 კგ), ესკერხან მადიევი (71 კგ), ოთარ ნავერიანი (75 კგ), გიორგი გუცაევი (80 კგ), გიორგი ჭიღლაძე (92 კგ) და ნიკოლოზ ბეგაძე (+92 კგ).
ყველა ახალი ამბავი
0